ამ გვერდის ამობედვა

ჰქონდა თუ არა თამარ ბაჩალიაშვილს სუიციდისკენ მიდრეკილება?

ჰქონდა თუ არა თამარ ბაჩალიაშვილს სუიციდისკენ მიდრეკილება? - გარდაცვლილი პროგრამისტის ადვოკატები ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ.

საქმეში ჩართული ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის შეფასებით, აუცილებელია საგამოძიებო უწყება თამარ ბაჩაიაშვილის ცხოვრების დეტალებით დაინტერესდეს. ეკა ქობესაშვილისთვის საეჭვოა გახმაურებული საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება –  ბაჩალიაშვილის ვიდეოდღიურები, სადაც ახალგაზრდა გოგონას მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჩანს. ადვოკატი ფიქრობს, რომ საეჭვო გარემოებებიდან გამომდინარე, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება თვითმკვლელობის მუხლით არ უნდა დასრულდეს.

 

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ 16 წლის მწყემსმა  მისსავე კუთვნილ ავტომობილში გარდაცვლილი  იპოვა.  საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. 

წაკითხვა 668 ჯერ