ამ გვერდის ამობედვა

ბაჩალიაშვილის ოჯახი მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები მთავარ პროკურორთან, ირაკლი შოთაძესთან, ბაჩალიაშვილის საქმის სამუშაო ჯგუფთან შეხვედრას კიდევ ერთხელ ითხოვს.

ამ მოთხოვნით, თეონა თამაზაშვილი დღეს მთავარ პროკურატურაში მივიდა და შესაბამისი განცხადება დაარეგისტრირა.

 

ბაჩალიაშილის ოჯახის თქმით, საქმეში არსებობს ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხი არ არის გაცემული და სწორედ ეს გარემოება ოჯახს აფიქრებინებს, რომ 23 წლის პროგრამისტი რეალურად მოკლულია.

 

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

წაკითხვა 369 ჯერ