ამ გვერდის ამობედვა

თავდასხმა გიორგი რურუაზე - ინციდენტში მონაწილე 5 პატიმარს რეჟიმი გაუმკაცრდა

საპატიმროში გიორგი რურუაზე თავდასხმასა და მის წინააღმდეგ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს პენიტენციური სამსახური, უწყების ცნობით, ინციდენტში მონაწილე პირებს რეჟიმი გაუმკაცრდათ.


„N8 პენიტენციური დაწესებულების 5 პატიმარი, რომლებიც მიმდინარე წლის 2 ნოემბერს გიორგი რურუას წინააღმდეგ ინციდენტში მონაწილეობდნენ, 3 ნოემბერს მკაცრი რეჟიმის N6 პენიტენციურ დაწესებულებაში იქნენ გადაყვანილნი.

 

ეს მოხდა მას შემდეგ, რაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილებით, ინციდენტში მონაწილეობის გამო, მათ რეჟიმი გაუმკაცრდათ.

 

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 2 ნოემბერს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულ გიორგი რურუას წინააღმდეგ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად). გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა როგორც გიორგი რურუა, ასევე ყველა შესაბამისი პატიმარი და ინსპექტორი,“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

ცნობისათვის, გიორგი რურუას 2 ნოემბრეს საკანში, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, თავს დაესხნენ.

წაკითხვა 458 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 04 2020