ოფიციალური ინფორმაციით, „ემ ბი სის“ ერთ-ერთი ფილიალის შენობაში ცხრა მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი იმყოფება

წერეთლის გამზირზე ,„ემ ბი სის“ შენობაში ცხრა მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი იმყოფება, – ამის შესახებ განცხადება საპატრულო პოლიციის სამსახურის უფროსმა ვაჟა სირაძემ გააკეთა.

„წერეთლის გამზირზე მოხდა შეიარაღებული თავდასხმა ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე. ადგილზე იმყოფებიან პოლიციური ჯგუფები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არის ცხრა მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი. გამოძიება დაწყებული ფაქტზე ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებით. რაც შეეხება შეიარაღებას, ამ ეტაპისთვის დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ მოგახსენებთ“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

 

ამასთან, საპატრულო პოლიციის უფროსმა მედიასაშუალებებს მოუწოდა, შეწყვიტონ ადგილზე არსებული ვითარების პირდაპირ ეთერში ჩვენება.

 

„ასევე მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ მედიასაშუალებებს, პირდაპირი ეთერებით ჩართვა შეწყვიტოთ, ვინაიდან, საფრთხეს უქმნის ეს როგორც მოქალაქეების, ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების სიცოცხლეს. რაც შეეხება მოთხოვნებს და ყველა დეტალურ ინფორმაციას, ეტაპობრივად მოგაწვდით. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ღონისძიება, შესაბამისად, ძალიან გთხოვთ, რომ ლაივ ჩართვები არ გავაკეთოთ და ინფორმაცია, რომელიც არ რის დაზუსტებული არ გავავრცელოთ“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.

წაკითხვა 466 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.