ამ გვერდის ამობედვა

Netflix-მა დიკაპრიოს და მერილ სტრიპის ახალი ფილმის თრეილერი გამოაქვეყნა - ვიდეო

შეფასება
(0 შეფასება)

 

სტრიმინგ სერვისმა Netflix-მა ახალი ფილმის, „ზემოთ არ აიხედოთ" თრეილერი გამოაქვეყნა, რომელშიც მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო და ჯენიფერ ლოურენსი ასრულებენ. 

 

კომედიური ჟანრის ფილმი ორი უმცროსი ასტრონომის შესახებ მოგვითხრობს, რომლებმაც კაცობრიობა მოახლოებული კომეტის შესახებ უნდა გააფრთხილონ.

 

დიკაპრიოსა და ლოურენსის გარდა, ფილმში ასევე მონაწილეობენ: ჯონა ჰილი, მერილ სტრიპი, ტიმოტი შალომე, არიანა გრანდე და სხვები.

 

ახალი ფილმის პრემიერა  2021 წლის 24 დეკემბერს არის დაგეგმილი.

წაკითხვა 744 ჯერ