April 25, 2024

აპრილი 25 2024

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისგანცხადებით, ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ ის აშშ-ის ვასალი არ არის. ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა სორბონის უნივერისტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.


აპრილი 25 2024

ხელმომწერი ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს; ვაცხადებთ, რომ არასოდეს არავითარი ფორმით არ დავრეგისტრირდებით ღირსების შემლახავ რეესტრში; მოვუწოდებთ ყველას, 28 აპრილს, კვირას, 19:00 საათზე შევიკრიბოთ რესპუბლიკის მოედანზე, რუსული კანონის წინააღმდეგ. ასევე მოვუწოდებთ შეკრებისკენ ყველას, თუკი ჩაინიშნება მეორე პლენარული განხილვა, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიეზაციების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.


აპრილი 25 2024

ევროპარლამენტმა, 425 ხმით 30-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა ხუთი საპარლამენტო ჯგუფის მიერ წარდგენილ ერთობლივ რეზოლუციას „საქართველოში „უცხოელი აგენტების კანონის“ ხელახალი შემოღების მცდელობებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვების შესახებ“.


აპრილი 25 2024

ტყუილია, როდესაც „ოცნებისგან“ ვისმენთ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, როდის გაიხსნება მოლაპარაკებების ეტაპი. ფანჯარა გახსნილია ახლა, მოსავალიც უნდა ავიღოთ ახლა, აქ და დღეს, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.


აპრილი 25 2024
 
პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის შეფასებით, სავარცხვინოა რეზოლუცია, რომლის ავტორებიც მოითხოვენ, დასანქცირდეს ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში უპრეცედენტო ქველმოქმედება გასწია, ხოლო ამის პარალელურად საუბრობენ ლგბტ პროპაგანდის ამკრძალველი კანონის გაწვევაზე.

აპრილი 24 2024

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 აპრილისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6910 ლარი ეღირება, ევრო – 2.8756 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3460 ლარი.


აპრილი 24 2024

ასტროლოგებმა დაასახელეს ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანი, რომლებიც დრაკონის წლის მეორე ნახევარში წარმატებას მიაღწევენ და არაერთი სასიამოვნო სიახლის წინაშე აღმოჩნდებიან:


აპრილი 24 2024

ახლა დავიწყებთ იმ ნახევარი წლის კომპენსირებას, რომელმაც დებატებში და ეჭვებში გაიარა. ასეთი კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფაზე.


აპრილი 24 2024

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის რუსული იმიტომ, რომ ამ კანონით საქართველოს არ ექნება შანსი, გახდეს ევროკავშირის წევრი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.


აპრილი 24 2024

ამ ქვეყანაში ახალგაზრდებთან ბრძოლა არავის არ მოუგია და შესაბამისად ვერც ივანიშვილი და გომელაური ვერ მოიგებს, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა შსს-ს განცხადებასთან დაკავშირებით.


გვერდი 1 სულ 1250
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.