მაისი 25 2023

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი ამბობს, რომ უკრაინაში ომი მხოლოდ პუტინის ბრალი არ არის. მისი თქმით, ომი ნაწილობრივ იმის გამო დაიწყო, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივა განიხილებოდა. ეს განცხადება კისინჯერმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.


მაისი 25 2023

“კვამლი ყირიმის (ქერჩის) ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე 24 მაისს, დილით გამოჩნდა, რუსები ამტკიცებენ, რომ ეს წვრთნების გამო იყო. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია, “რეზონანსთან” აცხადებს, რომ მოსალონელია უკრაინის მხრიდან მორიგი თავდასხმა ხიდზე, თუმცა, როდის, ეს უცნობია და კატეგორიულად გამორიცხავს წვრთნების ჩატარებას. “ყირიმის ხიდი დაკეტილია ჩატარებული წვრთნების გამო”, - აღნიშნა რუსეთის მიერ დანიშნულმა ”ყირიმის რესპუბლიკის” ე.წ. ხელმძღვანელმა სერგეი აქსენოვმა. გამოცემა პრავდას ინფორმაციით, აქსენოვმა განაცხადა, რომ მოძრაობა ხიდზე მალე აღდგებოდა და მოითხოვა მხოლოდ რუსების მიერ გარცელებული ცნობები გამოეყენებინათ სანდო წყაროდ. მალე, 11:00 საათზე პროპაგანდისტებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე მოძრაობა აღდგა, ვარჯიში დასრულდა და კვამლი გაქრა. ხელისუფლებას არ განუმარტავს თუ რა წვრთებზე იყო საუბარი და არც მოსახლეობა გაუფრთხილები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა მოხდა რეალურად ყირიმის ხიდზე - უკრაინელთა მორიგი თავდასხმა თუ რუსული არმიის “წვრთნები”.

 

“როიტერის” ცნობით, მას შემდეგ რაც რუსეთის მიერ აშენებული ყირიმის ხიდი, რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულს რუსეთის კრასნოდარის რეგიონთან აკავშირებს, რამდენიმე საათის განმავლობაში დაკეტილი იყო “ვარჯიშებისთვის”, ადგილობრივმა რადიოსადგურმა `იუთუბზე~ გამოაქვეყნა ვიდეო, რომლის გადამოწმება “როიტერმა” ვერ შეძლო, სადაც ჩანს, რომ თეთრი კვამლი ამოდის ხიდის მთავარი ცენტრალური ნაწილიდან და უფრო მეტი კვამლი ამოდის ხიდის ერთ-ერთი მისადგომიდან. 19 კილომეტრიანი საგზაო და სარკინიგზო ხიდი გასული წლის ოქტომბერში, თავდასხმის დროს, აფეთქების შედეგად დაზიანდა, რომელიც კრემლის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების ძალების მიერ იყო მოწყობილი. მაგრამ უკრაინას ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ უკრაინამ შეიძლება მორიგი თავდასხმა განახორციელოს ყირიმის ხიდზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“სავსებით შესაძლებელია, იმიტომ რომ უკრაინელებს გააჩნიათ საკმაოდ ეფექტური სადაზვერვო დივერსიული ჯგუფები, რომლებსაც შეუძლიათ განახორციელონ სამხედრო დივერსია ამ ხიდზე და ასევე მათ შეუძლიათ, ზალპური სარაკეტო საზენიტო სისტემებითაც მისწვდნენ. კვამლი შეიძლება დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ იმუშავა უკრაინიდან გაშვებულმა სარაკეტო ბალისტიკურმა სისტემამ. რაც შეეხება რუსულ ვერსიას, რომ იქ წვრთნები იყო, გამორიცხულია წვრთნები ყოფილიყო ხიდის სიახლოვეს, თან სამხედრო მოქმედებების ზონაშია და ტაქტიკურად ასეთი რაღაცეები წვრთნების პერიოდში, არა მგონია რომ რუსეთს გაერისკა” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.



მაისი 25 2023

დიდმა შვიდეულმა უნდა აღიაროს, რომ არ შეუძლია მსოფლიოს მართვა, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „ფაინენშელ თაიმსი“.


მაისი 25 2023

როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, თვისებრივად შეიცვალა 26 მაისის, როგორც მთავარი საერო დღესასწაულის კონცეფცია ჩვენს ქვეყანაში, რუსთაველის გამზირი გახდა არა რაღაც ტიპის სამხედრო ჩვენებების ადგილი, როგორც ეს მაგალითად ჩემს ბავშვობაში ხდებოდა, არამედ ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის, ოჯახებისთვის, ყველასთვის სასიამოვნო, სასეირნო, საგანმანათლებლო და სასიამოვნო დღე, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.


მაისი 25 2023

ვინც ქვეყანას დასავლურ კურსს აშორებს, ქვეყნის მოღალატეა - ქვეყნის კურსი რომ იცვლება, ამის დასანახად დროშა არ მჭირდება. კურსის ცვლილება „ქოცებს“ გადაიყოლებს, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ წინა წლისგან განსხვავებით, პარლამენტის შენობაზე, 26 მაისის ღონისძიებისთვის, ევროკავშირის დროშა გამოფენილი აღარ არის.


მაისი 25 2023

იმ ქვეყნის მთავარ გამზირზე, რომელიც კანდიდატის სტატუსს ელოდება, არ არის გამოფენილი ევროკავშირის დროშა დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე - ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რითაც მავნებლურ, დივერსიულ გზავნილებს ახმოვანებენ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ წინა წლისგან განსხვავებით, პარლამენტის შენობაზე, 26 მაისის ღონისძიებისთვის გამოფენილ დროშებს შორის, საქართველოს დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშა აღარ არის.

 

მანჯგალაძის თქმით, ნაცვლად იმისა, ქვეყანას ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი და ელოდებოდეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს, ვსაუბრობთ იმაზე, უნდა იყოს თუ არა ევროკავშირის დროშა თბილისის მთავარ გამზირზე.

 

"ქართულ ოცნებას" უყვარს ყალბი პათეტიკა სიმბოლოებზე. დღეს არ აქვს სიმბოლური მნიშვნელობა ევროკავშირს და მის დროშას რუსთაველზე? ქვეყანა ელოდება სტატუსს და ამ დროს კეთდება მავნებლური, დივერსიული განცხადებები. მგონი, პირველი სანქციები ბოჭორიშვილს უნდა დაუწესონ - საქართველოს დროშამ გაგაღიზიანათო. ვგავარ ახლა მე ადამიანს, რომელსაც საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა მაღიზიანებს?! საქართველოს დროშა კი არ მაღიზიანებს, ის მაღიზიანებს, რომ ქვეყნის მთავარ გამზირზე, რომელიც კანდიდატის სტატუსს ელოდება, არ არის გამოფენილი ევროკავშირის დროშა დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღის ღონისძიებაზე. შემთხვევითი არ არის, რასაც ღარიბაშვილი და კობახიძე ამბობენ ყოველ დღე. რუსეთი წლების მანძილზე ითხოვდა უარი გვეთქვა ნატოზე, ლიბერალურ დემოკრატიაზე და რასაც საუბრობენ "ლიბერალურ ფაშიზმზე", არის დუგინის დოქტრინა. შემთხვევით დაემთხვა, რომ ლურჯი ფერი არ ჰქონდათ და დროშა ვერ დაბეჭდეს. ეს არ არის შემთხვევითი, ეს არის მიზანმიმართული ქმედება," - განაცხადა მანჯგალაძემ.


მაისი 25 2023

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანები ამაღლებას დღესასწაულობენ. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს, ამაღლებას ულოცავს და მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.


მაისი 25 2023

ვფიქრობ, რომ საქართველო არის ქცევის მოდელის ნაწილი, რადგან რუსეთის აგრესიული ქმედებები მეზობლების წინააღმდეგ არ დაწყებულა 2014 წელს უკრაინაში ომით, ის 2008 წელს საქართველოში შეჭრით დაიწყო, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში „გერმანიის მარშალის ფონდის“ მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს განაცხადა.


მაისი 24 2023

კატარის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილმა უმძიმესი დარტყმა მიაყენა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას, – ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებები.


გვერდი 181 სულ 1248
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.