ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მოსალოდნელ დამატებით შეზღუდვებზე საუბრობს
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამატებითი შეზღუდვების შემოღებაზე მსჯელობს.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, მაქსიმალურად გათვალისწინებული იქნება როგორც ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის, ისე ეკონომიკური მდგომარეობის მოთხოვნები.
„ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც დაწესდება, იქნება დაბალანსებული, როგორც ჯანმრთელობის ინტერესების კუთხით, ასევე ეკონომიკური ინტერესების კუთხით. ამდენად, ის, რაზეც საკოორდინაციო საბჭო მსჯელობდა იქნება იმგვარი, რომ მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ბიზნესს, სასიცოცხლო და სტრატეგიული მნიშვნელობების ობიექტების ფუნქციონირებას, მაგრამ ამავე დროს, ხელს შეუწყობს, რომ პრაქტიკაში დავნერგოთ ის შეზღუდვები, რაც მოგვცემს შედეგს. აქ არის საუბარი იმაზე, რაც უკვე ძალაშია – საათობრივი შეზღუდვები, გარკვეულწილად ტრანსპორტის გადაადგილების რეჟიმის მოდიფიცირება, ასევე დისტანციური მუშაობა, დისტანციური სწავლა. ეს არის ის მექანიზმები, რაც შეგვიძლია, რომ გამოვიყენოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.
სიახლეები
- საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ვეტერინარიისა და რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
- ,,დღეს ირანთან ომი დავასრულეთ"- დონალდ ტრამპი
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა
- ,,ოპოზიციას აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან"- ირაკლი კობახიძე
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა