"კიდევ უფრო გამკაცრდება გადაადგილება" - იმნაძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ხვალ, მთავრობა შეზღუდვებთან ერთად მომავალი ორი თვის გეგმას გამოაცხადებს.
როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, გადაადგილება კიდევ უფრო გამკაცრდება.
,,ეს იქნება არა მხოლოდ შეზღუდვები, არამედ გეგმა, მომავალი ორი თვის განმავლობაში როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ.
ხვალ გამოცხადდება ის ღონისძიებები, რომლითაც კიდევ უფრო გამკაცრდება გადაადგილება და მაქსიმალურად შეიზღუდება ადამიანების ურთიერთკავშირები", - განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია ,,ფორმულას" ეთერში.
რა სახის შეზღუდვები დაწესდება ქვეყანაში, ეს უკვე ხვალ, 26 ნოემბერს გახდება ცნობილი.
სიახლეები
- საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ვეტერინარიისა და რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
- ,,დღეს ირანთან ომი დავასრულეთ"- დონალდ ტრამპი
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა
- ,,ოპოზიციას აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან"- ირაკლი კობახიძე
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა