"ასეთი ნიღბის ტარებით, ინფექციას გაავრცელებთ" - ბიძინა კულუმბეგოვი
,,ორმაგი ნიღბის გამოყენება სასურველი არ არის, არც მარტო ფარის გამოყენებას აქვს აზრი'' - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ასევე მოქალაქეები ხშირად იყენებენ ე.წ ხუფიან, ფილტრიან პირბადეებს, რაც რეკომენდებული არ არის.
,,ეს არ არის ნიღაბი, რომელიც საზოგადეობაში უნდა ატარონ ადამიანებმა. ასეთი პირბადეები უნდა გამოიყენონ ექიმებმა, რომლებიც უვლიან კორონავირუსიან ავადმყოფებს, ფილტრის საშუალებით ამოსუნქთული ჰაერი გარეთ თავისუფლად გადის, მაგრამ შიგნით არ შემოაქვს, ანუ ფილტრაციას უკეთებს. ესეიგი, მე თუ ვიქნები ინფიცირებული და მას გამოვიყენებ ჯანმრთელ საზოგადოებაში, გავაფრქვევ ვირუსს. ეს ნიღაბი უნდა გამოვიყენოთ, მხოლოდ საავადმყოფოში, სადაც ვიცით, რომ უკვე ისედაც კოვიდინფიცირებულებთან გვაქვს შეხება. რატომღაც ეს სარქველიანი პირბადე ითვლება მოდურად. არადა, არ არის საჭირო ეს ძვირიანი პირბადე. ასეთი ნიღბის ტარებით ადამიანი შეიძლება, ინფექციის გავრცელების წყარო გახდეს,'' - აღნიშავს იმუნოლოგი.
მისივე თქმით, პირბადე 3-4 საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოს.
"ვერ დავეთანხმები ორმაგი ნიღბის გამოყენებას, ეს სასურველი არ არის, თუმცა აუცილებელია ითქვას, რომ პირბადე 3-4 საათში ერთხელ უნდა გამოიცვალოს. მაგრამ ეს მატერიალურ ხარჯთან არის დაკავშირებული და ბევრ ოჯახს ამის შესაძლებლობა არ აქვს. ასეთ დროს, ალბათ, ჯობია ოჯახმა ნაჭრის პირბადეები გამოიყენოს და ის ყოველდღიურად გარეცხოს. ალტერნატივად ეს შეიძლება განვიხილოთ.
მარტო ფარის გამოყენებას აზრი არ აქვს. ფარის გამოყენებას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ადამიანს პირბადეც უკეთია. სხვა შემთხვევაში, მხოლოდ ფარი დამცველობას ვერ უზრუნველყოფს" - განაცხადა კულუმბეგოვმა.
სიახლეები
- “უვიზო მიმოსვლის გაუქმებას საქართველოს სიყვარულისთვის კი არა, საკუთარ თავისთვის არ იზამენ” – ხაინდრავა
- ანაკლიაში, ზღვაში ახალგაზრდა დაიხრჩო
- “ციხის საკანი რომ ადამიანის ფსიქიკაზე გავლენას ახდენს, ცნობილი ამბავია; თუმცა, ციხეში საკუთარი ნებით მოხვედრილ ვაშაძესა და გირჩ ჯაფარიძეზე ასეთი მძიმე ფორმით თუ იმოქმედებდა, არ მეგონა” – ანჯაფარიძე
- “თუ არ ცნობს ამ ხელისუფლებას, მაშინ ნუ ცნობს კალათბურთის ნაკრებს, კალათბურთის ფედერაციას, ფედერაციის ბიუჯეტს, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს”- სალუქვაძე ღირსების ორდენზე ცინცაძის უარს ეხმაურება
- 27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი