"იმედია, ახალ წელს პრობლემების გარეშე გადავიტანთ" - პაატა იმნაძე
"შეზღუდვებმა თავისი შედეგი გამოიღო, სიტუაცია დასტაბილურდა.
დღეში 5 000 შემთხვევიდან ჩამოვედით 2 000-ზე ნაკლებზე", - ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ კორონავირუსის მიმდინარე პანდემიის კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეებზეა დამოკიდებული, საახალწლოდ რამდენად დაიცავენ არსებულ წესებსა და რეკომენდაციებს.
"იმედია, ახალ წელს პრობლემების გარეშე გადავიტანთ.
თუ წესების დაცვით რაღაც კეთდება, გვქონდა ამის მაგალითები ჯერ კიდევ გაზაფხულზე, როცა ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩატარდა და ყველანაირი წესების დაცვით ჩატარდა, მათ შორის აბარებდნენ ინფიცირებული აბიტიურენტები, მაგრამ ყველა წესი იყო დაცული, აქედან გამომდინარე, არ მომხდარა გავრცელება. ამიტომ წესების მაქსიმალურად დაცვა არის ყველაზე კარგი გამოსავალი, რომ ვირუსი არ გავრცელდეს“, – განაცხადა იმნაძემ.
სიახლეები
- საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ვეტერინარიისა და რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
- ,,დღეს ირანთან ომი დავასრულეთ"- დონალდ ტრამპი
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა
- ,,ოპოზიციას აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან"- ირაკლი კობახიძე
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა