"კორონავირუსის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტი სიფრთხილეა საჭირო"
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ ცნობილია, რომ უფრო სწრაფად ვრცელდება.
გაბუნიამ მოსახლეობას აუცილებელი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა.
„გუშინ ჩვენთვის ცნობილი გახდა კორონავირუსის ახალი შტამის დადასტურების შესახებ. სამი საეჭვო შემთხვევიდან ერთ შემთხვევაში დადასტურდა ახალი სახეცვლილი შტამის არსებობა, რომელიც რეალურად, კლინიკურად იგივე სახით მიმდინარეობს, როგორც მანამდე ცნობილი შტამი მიმდინარეობდა. ერთადერთი, რაც ამ დროისთვის ცნობილია, არის ის, რომ ამ ტიპის შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და მეტი სიფრთხილეა საჭირო როგორც პირადი დაცვის საშუალებების გამოყენებით, ისე დაწესებული წესების დაცვის კუთხით, ბიზნესგარემოში და სოციალური თავშეყრის ადგილებში, რაც აქამდეც ვიცოდით, რომ უნდა გაგვეკეთებინა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში კორონავირუსის ახალი, ე.წ. ბრიტანული შტამის დადასტურების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი.
სიახლეები
- “პატრიარქის არჩევნები ეკლესიის შიდა საქმეა და ჩარევა არავინ არ უნდა სცადოს...” - სანდრო თვალჭრელიძე
- "ეს ძალიან სწრაფად დასრულდება, თუ იმას გააკეთებენ, რაც უნდა გააკეთონ - ჩემი ნება რომ იყოს, ნავთობს ავიღებდი, დავიტოვებდი და ბევრ ფულს ვიშოვიდით"
- საქართველოში შესაძლოა ახალი - C5 კატეგორიის ორდინალური ვიზა დაინერგოს
- "შუა დერეფანი გაივლის აზერბაიჯანსა და საქართველოს, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირატესი არტერია"- ილჰამ ალიევი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 აპრილისთვის