გვაქვს თუ არა რეინფიცირების შემთხვევები საქართველოში - იმნაძის განმარტება
პაატა იმნაძის განცხადებით, რეინფიცირების 10-მდე შესაძლო შემთხვევას სწავლობენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, ამის დადგენა საკმაოდ რთული საქმეა, მსოფლიოში კი რეინფიცირების სულ რამდენიმე შემთხვევაა დადასტურებული.
"მოძიებული იქნა გენეტიკური ნიმუშები ამ პაციენტების და უნდა შესწავლილი იქნას ორივე დადებითი ნიმუშის გენეტიკური სეკვენსები იმისთვის, რომ ითქვას, ეს ხომ არ არის რეინფიცირება. ყველა ვარიანტში ცოტათი გენეტიკური ცვლილება მოხდებოდა, თუ ეს არის რეინფიცირების შემთხვევა.
ეს არ არის ადვილი საქმე, მსოფლიოში სულ რამდენიმე შემთხვევაა აღწერილი. ამას სჭირდება სამეცნიერო მტკიცებულებები, რომლებიც უნდა იყოს დამყარებული ვირუსის გენეტიკურ შესწავლაზე," - განაცხადა პაატა იმნაძემ.
სიახლეები
- საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ვეტერინარიისა და რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
- ,,დღეს ირანთან ომი დავასრულეთ"- დონალდ ტრამპი
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა
- ,,ოპოზიციას აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან"- ირაკლი კობახიძე
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა