აჭარაში 45 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა
ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, გია კიკაბიძის განცხადებით ბათუმში 45 წლის კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.
გია კიკაბიძის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომის გამო გარდაიცვალა.
"აჭარაში 118 ახალი შემთხვევაა COVID-19-ის. 54 პაციენტი გუშინ გაწერეს სხვადასხვა კლინიკებიდან გამოჯანმრთელებულ მდგომარეობაში. სამწუხაროდ ერთი პაციენტი გარდაიცვალა, კაცი, რომლის მდგომარეობაც ფასდებოდა, როგორც მძიმე, იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში, განვითარდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რის გამოც გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე და მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომის გამო გარდაიცვალა. პაციენტი იყო 45 წლის",- განაცხადა გია კიკაბიძემ
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით