"ჩინური ვაქცინის ეფექტურობა მხოლოდ 50.4%-ია" - ბრაზილიის კვლევა
ბრაზილიაში ჩატარებული კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ ჩინური კომპანია Sinovac-ის მიერ შექმნილი ვაქცინის ეფექტურობა მხოლოდ 50.4%-ია. ეს იმას ნიშნავს,რომ ვაქცინა გაცილებით ნაკლებეფექტურია, ვიდრე ამას მანამდე ვარაუდობდნენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
იმისათვის, რომ ბრაზილიის მარეგულირებელმა ორგანომ ვაქცინა დაამტკიცოს მისი ეფექტურობა 50%-ს უნდა აჭარბებდეს.
ჩინური ვაქცინა ერთ-ერთია იმ ორიდან, რომელიც ბრაზილიის ხელისუფლებამ მოსახლეობას შესთავაზა.
კომპანია Sinovac-ის მიერ წარმოებული ვაქცინა CoronaVac მკვდარი ვირუსის მასალაზეა შექმნილი და აცრა ორგანიზმში სახიფათო რეაქციის რისკს არ იწვევს. ვაქცინაზე მოთხოვნა უკვე გაკეთებული აქვს ინდონეზიას, თურქეთს, სინგაპურს.
კვლევების შედეგები ბრაზილიის ბუტანტანის ინსტიტუტმა გასულ კვირაშიც გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჩინური ვაქცინის ეფექტურობა 78%-ია, თუმცა რამდენიმე დღეში მათ ეს მონაცემი შეცვალეს, რადგან დასკვნაში ვირუსის მსუბუქი შემთხვევები გათვალისწინებული არ იყო. ყველა ფაქტორის გათვალისწინებით კი ვაქცინის ეფექტურობა 50.4 %-არ აღემატება.
თურქეთმა ჩატარებული კლინიკური კვლევების თანახმად განაცხადა, რომ ჩინური ვაქცინა 91.25%-ით ეფექტურია. ინდონეზიაში კი, სადაც მასობრივი ვაქცინაცია უკვე დაიწყო, აცხადებენ, რომ პრეპარატის ეფექტურობა მხოლოდ 65.3%-ია.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ Sinovac-ის ვაქცინის გამოცდა ჩინეთში ისეთ კონტროლს არ ექვემდებარება და შედეგებიც ისე გამჭვირვალე არ არის, როგორც დასავლეთში წარმოებული ვაქცინები.
Sinovac-ისა და ოქსფორდისა და AstraZeneca-ს მიერ წარმოებული ვაქცინები ბრაზილიის მარეგულირებელ ორგანოში დამტკიცებას ელოდება.
სიახლეები
- “ბატონო ელჩებო! ჩვენს კომისიაზე არის ადგილი, დაბრძანდით, უსმინეთ და შემდეგ გააკეთებთ ინფორმირებულ შეფასებებს, თუ ვინ იყო მიხეილ სააკაშვილი“ – თეა წულუკიანი
- “თუ მეკითხებით, როგორია ჩვენი პოზიცია, ვემზადებით ამ არჩევნებისთვის” - ლილუაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე
- “ძალადობრივ ექსტრემიზმს ერთი სახე აქვს ლოს-ანჯელესშიც, ბერლინშიც, პარიზშიც და თბილისშიც; ნიღაბი ერთნაირად მალავს მოძალადეების სახეს, “მოლოტოვის კოქტეილი” ერთნაირად წვავს პოლიციელებს” – პაპუაშვილი
- “ნახეს, რომ საქართველოში სისხლისღვრა ვერ მოხდა და „ლელომ“ რევოლუციის მანტიას პოლიტიკოსის მანტია არჩია” - ვოლსკი “ნაცმოძრაობაზე”
- “კოტე იოსელიანის გატაცების მიზანი თინა ბოკუჩავაზე ზემოქმედების მოხდენა იყო” - წითლაძე