,,მათზე მეთვალყურეობა უნდა იყოს განსაკუთრებული" - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ პოსტკოვიდური კლინიკების შექმნაზე იზრუნოს და იმ ადამიანების მიმართ, ვინც კორონავირუსი გადაიტანა, ზედამხედველობა და მეთვალყურეობა უნდა იყოს განსაკუთრებული.
,,პოსტკოვიდური კლინიკები უნდა გაჩნდეს. რამდენიმე ჩანასახი არსებობს, კერძო ინიციატივის სახით საქართველოში, განსაკუთრებით სასუნთქი სისტემის პათოლოგიასთან მიმართებაში, მაგრამ იმ პაციენტებზე, რომელთაც ჰქონდათ მძიმე დაავადება ან კრიტიკული სიტუაცია, ინტენსიურ თერაპიაში იყვნენ და გამოჯანმრთელდნენ, მათზე მეთვალყურეობა უნდა იყოს განსაკუთრებული.
ყველა ქვეყანას აქვს გზამკვლევი და გაიდლაინი, რამდენ ხანში უნდა მივიდეს ასეთი პაციენტი ისევ ექიმთან, რამდენ ხანში გაიმეოროს სისხლის ანალიზები, რამდენ ხანში გააკეთოს, თუ საჭიროა, კომპიუტერული ტომოგრაფია და ასე შემდეგ. ქვეყანამ ამაზე უკვე უნდა იზრუნოს, იმიტომ, რომ ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ერი ვართ მსოფლიოში.
მე დღეს მოვისმინე ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ფლაგმანი ჩვენი ქვეყნის ინფექციური პათოლოგიების ცენტრი აპირებს, რომ გააკეთონ ასეთი ტიპის კვლევა 500 ადამიანზე, რაც ძალიან დამაიმედებელია და პირველი მინიშნება ჩვენ უკვე გვექნება, რა პრობლემები აქვთ ამ პაციენტებს, რა დაუტოვა კოვიდმა," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.
სიახლეები
- "ევროკავშირის კონკრეტული ქვეყნების წარმომადგენლების აქციაზე ყოფნა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის, არამედ ევროკავშირის იმიჯზეც"
- ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიხსნა იმერეთის სასკოლო სპორტული ლიგა მინი ფეხბურთში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მაისისთვის
- "გვსურს, მშვიდობიანი შეკრებით წარმოვაჩინოთ, რომ ჩვენი ისტორიის, ტრადიციების, ღირებულებების დაცვა უმნიშვნელოვანესია და ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას"
- "ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსთაველის ტრიბუნიდან გამოსვლას „ვარდების რევოლუციის“ ხსენებით იწყებენ"