"ძალიან ბუნდოვნად ვუყურებ დასახული მიზნის შესრულებას" - კულუმბეგოვი
ალერგოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ფიქრობს, რომ ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობა კერძო სექტორსაც უნდა ჰქონდეს და მსურველებმა საკუთარი სახსრებით შეძლონ აცრა, ხოლო სახელმწიფო დაფინანსებით შეძენილი ვაქცინით მოწყვლადმა ჯგუფებმა ისარგებლონ.
"ჩვენ ჯობია, მიზანმიმართულად შეჭირვებულ მოწყვლად ჯგუფებს ვუყიდოთ ეს ვაქცინა და დანარჩენ სეგმენტში კომერციულ სექტორს უნდა მივცეთ აღიარებული, ავტორიტეტული, ჩვენი ქვეყნის მიერ დამოწმებული ვაქცინების ხელმისაწვდომობა, ფასიანი კომერციული გზით. თუ ამას ბიზნესი და სახელმწიფო ერთად არ გააკეთებს, ძალიან ბუნდოვნად ვუყურებ დასახული მიზნის შესრულებას" - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
სიახლეები
- „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ელისო კილაძე დააკავეს
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი