"ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია გაჩნდა, რეკომენდაციების აღსრულებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს"
ბოლო დღეებში ეპიდსიტუაციის გაუარესების გარკვეული ტენდენცია გაჩნდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. თუმცა, როგორც გამყრელიძე ამბობს, დღეს სიკვდილიანობასთან დაკავშირებით დინამიკა პოზიტიურია.
ამასთან, გამყრელიძის განცხადებით, აუცილებელია, რომ რეკომენდაციების აღსრულებასთან დაკავშირებით კონტროლი გამკაცრდეს.
„თუმცა არ ვიტყვი, რომ შემთხვევების ნახტომისებური ზრდა გვაქვს. სტაბილიზაცია გრძელდება, მაგრამ ბოლო ოთხი-ხუთი დღეა, სტაბილურად, ძალიან მცირედ შემთხვევების მატების ტენდენცია შეინიშნება როგორც ინციდენტობის კუთხით (100 ათას მოსახლეზე გადათვლით), ისე დადებითობის მაჩვენებლის მხრივ. ასევე იზრდება აქტიური შემთხვევების რაოდენობა. თუმცა დღეს სიკვდილიანობასთან დაკავშირებით დინამიკა პოზიტიურია. ნოემბრიდან დღემდე ეს მაჩვენებელი ყველაზე მცირეა. დიდი მსჯელობა იყო საკოორდინაციო საბჭოზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ხაზი გაუსვა რეკომენდაციების დაცვის აღსრულებაზე მკაცრ კონტროლს. თუ ჩვენ დაახლოებით ამ რანგის ეპიდსიტუაციით გავივლით მარტს და აპრილს, მაშინ დიდი ალბათობით, მესამე ტალღას ავცდებით. თუ ჩვენ გვექნა ტედენდენცია შემთხვევების ზრდის, ანუ ეპიდვითარება თუ გაუარესდება, მაშინ მოგვიწევს გარკვეული გამკაცრებები. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აღსრულებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს და ამის შემდეგ ვიფიქროთ სხვა საკითხებზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- "ფაქტი, რაც ვნახეთ, ძალიან ცუდია და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მაშინვე მოჰყვა რეაგირება" - კახა კალაძე „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე
- "ჩვენი მოთხოვნაა, გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე და დაისაჯოს" - ირაკლი კუპრაძე „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე
- 13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა
- "ნატო-ს ქვეყნებმა ახლა გაიგეს, რომ შეუსრულებელია რუსეთის სტრატეგიული დამარცხების ამოცანა" - ვლადიმერ პუტინი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 ივნისიდან