ამ გვერდის ამობედვა

"6 თვის შემდეგ ჩნდება დიაბეტი, დეპრესია, გულის დაავადებები" - გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ვარაუდობს, რომ საქართველოში კორონავირუსის მეხუთე ტალღა დეკემბრის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი.

მისი თქმით, აღნიშნული რისკების გათვალისწინებით, საუკეთსო გამოსავალი pfizer-ით ვაქცინაციაა, რომელიც ადამიანს იცავს შემდგომი კოვიდური გართულებებისგან. როგორც ფხაკაძე განმარტავს, კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანებს ვირუსის გადატანიდან რამდენიმე თვის შემდეგ სხვადასხვა დაავადებები გამოუვლინდათ. 

 

"ყველაზე კარგი წამალი არის Pfizer-ის ვაქცინა, რომელიც დაგეხმარებათ, რომ მერე არ დაგჭირდეთ სხვა წამლები. იმიტომ, რომ 30%-მდე ყველა, ვინც გადაიტანა კოვიდი, რჩება სხვადასხვა ტიპის პოსტკოვიდური გართულებები და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პოსტკოვიდური ეპიდემია, რომელიც საქართველოში უკვე დაწყებულია, შევაჩეროთ. 

 

კვლევებია ჩატარებული, სადაც 80-100 ათასი ადამიანია ჩართული, სადაც ვხედავთ, რომ 6 თვის შემდეგ ადამიანს უჩნდება დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც კარგავენ ყნოსვას, გემოს. ჩვენ დავინახავთ, რომ ამ ადამიანებში გულ-სისხლძარღვთა პრობლემები და გართულებებია, ძალიან დიდი და ხშირი გართულება არის დეპრესია, განსაკუთრებით მანდილოსნებში. ეს კვლევებით არის დადასტურებული და ამის შემდეგ მოდის სხვადასხვა ტიპის მენტალური გართულებები, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ამიტომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი და კი არ უნდა ველოდოთ რაღაც წამალს, რომელიც მერე დაგვეხმარება, არამდედ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ჩვენ არ დაგვემართოს ეს ვერაგი ვირუსი, ამისთვის საჭიროა რომ ავიცრათ“ - ამბობს გიორგი ფხაკაძე.

წაკითხვა 519 ჯერ