ეპიდვითარება დაძაბულია, ყველაზე მძიმე ინდიკატორი რთულდება - ამირან გამყრელიძე
ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კვლავ დაძაბული რჩება - ყველაზე მძიმე ინდიკატორი რთულდება. რამდენიმე დღეა გარდაცვლილთა 80 შემთხვევაზე მეტი ფიქსირდება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულებისას ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში აცრების დინამიკა მცირედით გაუმჯობესდა. მისი თქმით, ბოლო 1 კვირაში 60 გადაცილებული 12 000-ზე მეტი პირი აიცრა.
როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, რთულ ეპიდვითარებას მხოლოდ იმუნიზაცია შეაჩერებს.
„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში კვლავ დაძაბული რჩება. რამდენიმე ინდიკატორს საიმედო ტენდენცია აქვს. შემცირდა ე.წ. რეპროდუქციის ინდექსი. წინა ორ სამშაბათთან მიმართებაში 700-800 ერთეულით არის კლება, მაგრამ დღევანდელი შემთხვევა საკმაოდ ბევრია. რამდენიმე დღეა გარდაცვლილთა რაოდენობა 80 შემთხვევაზე მეტი ფიქსირდება. ქვეყანაში ეპიდვითარება რთულია. ამას მხოლოდ აცრა შეაჩერებს.
აცრების დინამიკა ბოლო კვირის განმავლობაში ოდნავ გაუმჯობესებულია. დღეს 8 200-ის ფარგლებში იყო, აქედან საიმედო არის ის, რომ 60% არის პირველადი აცრა. ასევე იმატებს 60 წელს ზემოთ აცრილთა წილი. ბოლო 1 კვირის განმავლობაში აცრილია 12 ათასზე მეტი 60 წელს ზემოთ ასაკის პირი.
ამ წამახალისებელმა ღონისძიებებმა ცოტა იმოქმედა და ეს დინამიკა გაჩნდა. თუმცა, ერთ კვირა ამისთვის მცირეა. იმედი მაქვს, რომ გაიზრდება ხანდაზმული ასაკის აცრის მაჩვენებელი“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 37%-ს შეადგენს, რაც მისივე შეფასებით ძალიან ცუდია.
როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, პირბადის ტარების დაბალი მაჩვენებელი და დიდი შეკრებები ეპიდვითარების მაღალი ნიშნულის „ბუსტერია“.
სიახლეები
- „ქართულ ოცნებას“ სანქციები უახლოვდება, რომლებიც ახლა სამიზნეში იღებენ მოსამართლეებს, პროკურორებსა და გამომძიებლებს, როგორც რეპრესიების ინსტრუმენტებს"
- "დონალდ ტრამპმა პირდაპირ უწოდა რუსეთ-უკრაინის ომს ე.წ. „პროქსი" ომი, რაც ნიშნავს მარიონეტულ ომს, მან პირდაპირ განაცხადა, რომ სინამდვილეში ამ ომის ორი მხარე არიან არა რუსეთი და უკრაინა, არამედ რუსეთი და დასავლეთი"
- "ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში დამარცხდნენ" - კახა კალაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 აპრილისთვის
- "განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება კლიმატის ცვლილების შემარბილებელი პროცესია" - თამარ მალანია