ბავშვებში ინფიცირებამ მოიმატა - როგორია ვაქცინაციის ტემპი - ივანე ჩხაიძის განმარტება
ბავშვებში ვაქცინაციის ტემპმა მოიმატა, თუმცა საჭიროა მეტად გააქტიურება, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა განაცხადა.
ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, ბავშვების ვაქცინაცია პანდემიასთან ბროლაში მნიშვნელოვანია.
"ბავშვებში მნიშვნელოვნად მოიმატა ინფიცირების მაჩვენებელმა. თუ 2020 წელს ათ პროცენტს შეადგენდა ინფიცირებულთა რაოდენობის, ახლა ორჯერ მეტია და სექტემბრის მონაცემით 20,4 პროცენტია. საქართველოში ბავშვების ვაქცინაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჯერჯერობით საქართველოში ეს პროცესი ძალიან აქტიური არ არის, თუმცა ყოველდღიურად არის მზარდი მაჩვენებელი, თუ იაშვილში პირველი დღეების განმავლობაში 1-2 ბავშვი მოგვმართავდა ვაქცინაციისვის, ბოლო დღეებში 8-10 ბავშვი იტარებს ვაქცინაციას", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
სიახლეები
- უკრაინის მოქალაქეებს საქართველომ უვიზოდ ყოფნის ვადა სამ წლამდე გაუხანგრძლივა
- "მოსახლეობის უმრავლესობას სურს კანონი, რომელიც ერთი მხრივ, დაიცავს ყველას უფლებას, მეორე მხრივ, მომავალ თაობას არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდისგან" - მამუკა მდინარაძე
- სააღდგომო კულიჩი
- პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა
- შსს აფრთხილებს აქციის მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტთან იკრიბებიან