იყო თუ არა დაპირისპირება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საბჭოს წევრებს შორის არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.
„მაგაზე პასუხი მე ნამდვილად არ მაქვს. საბჭოზე რაც მოხდა, მოგახსენეთ, განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. იყო ჩვეულებრივი მსჯელობა და საკითხების განხილვა, როგორც ხდება ხოლმე“, – ასე უპასუხა გიორგი ღიბრაძემ ჟურნალისტების კითხვას, „რატომ არ აკეთებენ სხდომის შემდეგ კომენტარებს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები და რა იყო საბჭოზე დაპირისპირების მიზეზი“.
სიახლეები
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
- ქართული ხორბალი აღარ იყიდება, ფერმერები იმპორტის დაბეგვრას ითხოვენ
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- “საბოტაჟის საქმე” და 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბედი - დაიწყება თუ არა დაპატიმრებების ახალი ტალღა