"ომიკრონის" რამდენი შემთხვევა დადასტურდა საქართველოში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში სულ „ომიკრონის“ 63 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული.
მისივე განმარტებით, ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.
ამასთან, ამირან გამყრელიძის პროგნოზით, შესაძლოა, 2-3 კვირაში „ომიკრონი“ დომინანტი გახდეს.
„დღეს ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებულია „ომიკრონის“ 63 შემთხვევა. ვპროგნოზირებთ, რომ 2-3 კვირის ფარგლებში „ომიკრონი“ ჩვენს ქვეყანაშიც შესაძლოა, „დელტასთან“ მიმართებით დომინანტი გახდეს. 63 შემთხვევიდან უმრავლესობა შემოტანილია, თითქმის ყველას კონტაქტების და ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს. დაავადების მძიმე მიმდინარეობა არ არის. ინფიცირებულების უმრავლესობა აცრილია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა