"ნარატივი, რომ „ომიკრონი“ მსუბუქი ვარიანტია, შეცდომაში შემყვანია"
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, არასწორია საუბარი იმის შესახებ, რომ „ომიკრონი“ კორონავირუსის მსუბუქი ვარიანტია და მან ვირუსის საფრთხე აღმოფხვრა.
„ნარატივი, რომ ის მსუბუქი დაავადებაა, შეცდომაში შემყვანია. ნუ დაუშვებთ შეცდომას! „ომიკრონი“ იწვევს ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს, სამედიცინო დაწესებულებები კი ნაკლებად მძიმე შემთხვევებითაც იტვირთება,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, გასული კვირის განმავლობაში „ომიკრონ“ ვარიანტმა დაინფიცირების 18 მილიონი ახალი შემთხვევა გამოიწვია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ ვაქცინები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მძიმე დაავადების პრევენციის კუთხით.
„ვაქცინები, შესაძლოა, ნაკლებად ეფექტური იყოს „ომიკრონით“ დაინფიცირებისა და გადაცემის პრევენციაში, წინა ვარიანტებთან შედარებით, მაგრამ მაინც გამორჩეულად კარგია მძიმე დაავადებისა და გარდაცვალების პრევენციის კუთხით“, - აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.
სიახლეები
- "სამარცხვინო რეზოლუციით ქართველ ხალხს გვითხრეს, გავათავისუფლოთ კრიმინალი სააკაშვილი და დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ეს ქვეყანა სიცოცხლის ფასად გადაარჩინა"
- "ჩანაწერი ვიზალიბერალიზაციაზე, რომელსაც 27-ვე სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება, რეზოლუციის ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან მორიგი თაღლითობა და შანტაჟია"
- "ევროპამ უნდა აჩვენოს, რომ აშშ-ის ვასალი არ არის" - ემანუელ მაკრონი
- არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აჩერებენ
- ევროპარლამენტი სააკაშვილის გათავისუფლებას, ივანიშვილის დასანქცირებას, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ცვლილებებისა და გამჭვირვალობის კანონპროექტის გაწვევას ითხოვს