„ფაიზერის“ დამატებითი დოზები ამ დილით ჩამოვიდა" - თამარ გაბუნია
„ფაიზერის“ დოზები საქართველოში დღეს ჩამოვიდა, რომელიც ჯერ ვაქცინაციის ცენტრებში გადანაწილდება და ვაქცინაციის პროცესი შემდეგ განახლდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შესყიდულია ერთი მილიონი „ფაიზერი“, რომელიც წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემოვა.
„ფაიზერის“ ვაქცინების დამატებითი დოზები ამ დილით ჩამოვიდა, მალევე მოხდება მათი განაწილება და აღდგენა, „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი განახლდება. „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ ვაქცინაცია მიმდინარეობს, ვაქცინის რაოდენობა საკმარისია იმისთვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს სამიზნე მაჩვენებელს- 65%-ს ზაფხულის შუა რიცხვებამდე, მთელი მოსახლეობის. ამდენად, ვაქცინების მომარაგების ჯაჭვი კვლავაც გაგრძელდება უწყვეტად და ამ მხრივ მოსახლეობას პრობლემა არ შეექმნება. მთავარია, გადაწყვეტილება დროული იყოს და მოქალაქე მოვიდეს იმისთვის, რომ „ბუსტერ“ დოზა მიიღოს, რადგან „ბუსტერ“ დოზის მნიშვნელობა კვლავაც მაღალია. ასევე, თუ ჯერ მან კიდევ არ ჩაიტარა ვაქცინაცია, ისევ და ისევ პირველი და მეორე დოზა. წახალისების ფინანსური პროგრამა აპრილის ბოლომდე ისევ გრძელდება. 200 ლარი პირველ და მეორე აცრაზე, შემდეგ კი 100 ლარი „ბუსტერ“ დოზაზე.
ერთი მილიონი „ფაიზერი“ გვაქვს შესყიდული, რომელიც წლის განმავლობაში ეტაპობრივად შემოვა. ახლა, პირველი შემოტანა 25%-ია ამ დოზებს, შემდეგ კი ეტაპობრივად კიდევ მოხდება შემოტანა იმგვარად, რომ ჯაჭვი სრულად იყოს უზრუნველყოფილი“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
სიახლეები
- შოკისმომგვრელი ადგილები დედამიწაზე, რომლის არსებობაც დაუჯერებელია - ვიდეო
- „ძლიერმა საქართველომ“ სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში კოალიციის მერობის კანდიდატები წარადგინა
- "ვიდრე ოპოზიცია ერთმანეთს ებრძვის, „ოცნება“ ეროვნულ ინტერესებს ღალატობს, მთავარია, მოქალაქეები დავარწმუნოთ, რომ ჩვენს შვილებს მომავალს ართმევენ" - გიორგი გახარია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 სექტემბრისთვის
- “2 მილიონი მოსაწვევი შეკვეთილია, მინიმუმ 200 ათასი მოვა” - ოპოზიციის ტიტანური გეგმები და მათი ხორცშესხმის ალბათობა