სეზონური გრიპის ვაქცინაცია რისკჯგუფებისთვის დღეიდან იქნება ხელმისაწვდომი

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება.

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული, 200 000 დოზა „სანოფი პასტერის“ წარმოების ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა.

ვაქცინაცია უფასოდ ჩაუტარდებათ:

დიაბეტის მქონე პირები

დიალიზზე მყოფი პირები

C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი)

აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები

ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები

ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი

ორსულები

60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლები

მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრების თანამშრომლები

ექიმები

ექიმი-რეზიდენტები

ექთნები (მ.შ. უმცროსი ექთნები, ექთნის თანაშემწეები)

საექიმო და საექთნო საქმის პროფესიული პრაქტიკის სტუდენტები

ბებიაქალები

სტომატოლოგები

სტომატოლოგის ასისტენტები, სტომატოლოგიის ექთნები

სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან

სამედიცინო დიაგნოსტიკური ლაბორატორიის და პათოლოგანატომიური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების თანამშრომლები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ ბიოლოგიურ მასალასა და პაციენტებთან

ფრინველებთან მომუშავე პერსონალი

მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები

მონადირეები

ვეტერინარები

ვეტერინარული ლაბორატორიის თანამშრომლები

ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი

საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები

სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები

საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსზე ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურეები

სამხედრო სამედიცინო გვარების საშტატო თანამდებობაზე მომუშავე სამედიცინო პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან

პენიტენციური დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი

პატიმრობის დაწესებულება

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება

ბრალდებულთა/მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულება

ამ რისკის ჯგუფების წარმომადგენლებს შეუძლიათ, ვაქცინაციის მიმწოდებელ დაწესებულებებს მიმართონ.

მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ თავისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.

უფასო სერვისით სარგებლობა, მხოლოდ ჩამოთვლილი ჯგუფის წარმომადგენლებს შეეძლებათ, სხვა მსურველებს ვაქცინაციისთვის კომერციული სერვისით სარგებლობა შეუძლიათ, ვაქცინაციისა და კერძო კლინიკების საშუალებით.

წაკითხვა 371 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 21 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.