მთავრობის დადგენილებით, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო იზოლაციის ვალდებულება სრულად მოიხსნა
მთავრობის დადგენილებით, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო იზოლაციის ვალდებულება ყველა კატეგორიის ადამიანისთვის გაუქმდა.
დღემდე მოქმედი რეგულაციით, არავაქცინირებული ან არასრულად ვაქცინირებული მოქალაქეები, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში, 8-დღიან იზოლაციაში უნდა გადასულიყვნენ, რომლის დასრულების შემდეგ, მომდევნო 9-12 დღის განმავლობაში ნიღაბი უნდა ეტარებინათ.
აღნიშნული წესი ვრცელდებოდა კოვიდინფიცირებულის კონტაქტებზე, რომლებიც შემდეგ კატეგორიაში შედიან: არავაქცინირებული პირები;
არასრულად ვაქცინირების შემთხვევაში; პირველადი ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 1-14 დღის განმავლობაში; პირველადი ვაქცინაციის მე-2 დოზის მიღებიდან 90 დღეზე მეტი ხანგრძლივობის და ბუსტერ დოზის არმქონე პირების შემთხვევაში; კოვიდის ინფექციის გადატანიდან 60 დღის შემდგომ პერიოდში.
დანარჩენი მოქალაქეებისთვის კი, COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტის შემთხვევაში იზოლაცია მოხსნილია, თუმცა მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში ნიღბის ტარების რეკომენდაცია ეძლევათ.
„COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები არ ექვემდებარებიან იზოლაციას, ამასთან, ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში – მათ შორის, დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საცხოვრისში, თავის არიდება ისეთი ადგილებისგან, სადაც ნიღბის გამოყენება შეუძლებელია (მაგ.: საზკვების დაწესებულებებში და ა.შ.)).“, – აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში, რომელიც 27 სექტემბრით თარიღდება.
სიახლეები
- „რუსეთთან ინტენსიურად მოვაჭრე ლიეტუვას არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ ჩვენ მიმართ რაიმე პრეტენზია ჰქონდეს” – ვოლსკი
- დონალდ ტრამპის შვილი მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს
- “სადაც აქციის მონაწილეების გარკვეული სახის შეკრება ხორციელდება, ყველგან არის პოლიცია – იმ რაოდენობით არის, რა რაოდენობითაც საჭიროა უსაფრთხოების დაცვის მიზნით” - ვაჟა სირაძე
- ქათმის ხორცის ბურთები
- საია FARA-ს შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს