ამ გვერდის ამობედვა

როგორ უნდა გავარკვიოთ რომელი ვირუსი გვაქვს - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის, თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გრი­პი და გრი­პის­მაგ­ვა­რი ვირუ­სე­ბი პა­ცი­ენ­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს, ზო­გი­ერთს კი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი მე­ტად აქვს გა­მო­ხა­ტუ­ლი, თუმ­ცა ეს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში არ არის.

რო­გორც მან „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ გან­მარ­ტა, მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა გრი­პის და გრი­პის­მაგ­ვა­რი ვირუ­სე­ბის­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა.

 

ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გრი­პი­სა და გრი­პის­მაგ­ვა­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვებ­ში გარ­თუ­ლე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად, ჩვილ ბავ­შვებ­ში და იმ ასა­კო­ვან ადა­მი­ა­ნებ­ში ვლინ­დე­ბა, ვი­საც ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი აქვს.

 

"ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა. უბ­რა­ლოდ ასე­თე­ბი, ვი­საც გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი ცხე­ლე­ბა აქვს, უფრო იქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას, თო­რემ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი უმ­რავ­ლე­სო­ბა არი­ან. უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ მათ­ში, სა­დაც ცხე­ლე­ბა გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლია, ან სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი უფრო მე­ტად არის გა­მო­ხა­ტუ­ლი, ისი­ნი უფრო იქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას და სწო­რედ ისი­ნი ხვდე­ბი­ან კლი­ნი­კებ­ში. რამ­დე­ნად სა­ში­შია რო­გორ გი­თხრათ, იმ­დე­ნად სა­ში­შია რამ­დე­ნა­დაც ზო­გა­დად, რი­გი­თი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში არ არის.

 

ჩვენ პრაქ­ტი­კუ­ლად, ბოლო 1 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი არ გვაქვს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის უნდა ვი­ყოთ ყუ­რა­დღე­ბით. გან­სა­კუთ­რე­ბით, ჩვილ ბავ­შვებ­ში და ასა­კო­ვან ადა­მი­ა­ნებ­ში, რო­მელ­თაც თან­მხლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი აქვთ, ვი­ნა­ი­დან ამ გრიპს და გრი­პის­მაგ­ვარ და­ა­ვა­დე­ბებს ზო­გა­დად ახა­სი­ა­თებს გარ­თუ­ლე­ბე­ბი (ხში­რად არა, მაგ­რამ ახა­სი­ა­თებს) გან­სა­კუთ­რე­ბით, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით დატ­ვირ­თულ ასა­კო­ვან ადა­მი­ა­ნებ­ში და ჩვილ ბავ­შვებ­ში. ამი­ტომ ყუ­რა­დღე­ბით უნდა ვი­ყოთ, მაგ­რამ სი­ტყვა სა­შიშს მე არ გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი,“ - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

 

მან ასე­ვე გან­მარ­ტა, თუ რო­გორ უნდა გა­ვარ­კვი­ოთ რო­მე­ლი ვირუ­სი გვაქვს - თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის თქმით, ნე­ბის­მი­ე­რი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის სიმპტო­მე­ბის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე პირ­ველ რიგ­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტის გა­კე­თე­ბა, ვი­ნა­ი­დან კო­რო­ნა­ვირუ­სი უფრო სა­ში­შია, ვიდ­რე სხვა გრი­პი და გრი­პის­მაგ­ვა­რი ვირუ­სე­ბი.

 

„ნე­ბის­მი­ე­რი რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ის სიმპტო­მე­ბის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, სხვა რა­მე­ზე ნუ ჩა­ვი­ტა­რებთ ტესტს, ჩა­ვი­ტა­როთ ტეს­ტი კო­რო­ნა­ვირუს­ზე, იმი­ტომ რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი თუ გვაქვს სა­ში­შია, სხვე­ბი ნაკ­ლე­ბად სა­ში­შია და სიმპტო­მე­ბი არ გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან. ძა­ლი­ან ძნე­ლია ავად­მყოფ­მა, ან ზოგ­ჯერ ექიმ­მაც გა­არ­კვიო, მარ­თა­ლია ნი­უ­ან­სებ­ში არის გან­სხვა­ვე­ბა, მაგ­რამ ამ ნი­უ­ან­სე­ბით ძა­ლი­ან ძნე­ლია გან­სხვა­ვე­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად, პირ­ვე­ლი­ვე დღეს კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტის გა­კე­თე­ბა. ტეს­ტი ხელ­მი­საწ­ვდო­მია, გან­სა­კუთ­რე­ბით, სწრა­ფი ტექ­სტი ყველ­გან კეთ­დე­ბა. მე­ო­რე - კო­მუ­ნი­კა­ცია ოჯა­ხის ექიმ­თან. ოჯა­ხის ექი­მი უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში თვი­თონ ურე­კავს კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულს, იმი­ტომ რომ ელექტრო­ნულ სის­ტე­მა­ში ხე­დავს, რომ ის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა ვერ და­ურ­ე­კოს. შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი ავად­მყო­ფი ჰყავს, ან გა­მორ­ჩა. ავად­მყო­ფი არ უნდა ელო­დოს და თვი­თონ და­უ­კავ­შირ­დეს თა­ვის ექიმს. ყვე­ლამ იცის ვინ არის თა­ვი­სი ექი­მი და და­უ­კავ­შირ­დეს და უთხრეს, რომ აქვს კო­რო­ნა­ვირუ­სი. ამის შემ­დეგ ექი­მი ელე­მენ­ტა­რუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო გა­მო­კი­თხვით გა­არ­კვევს, მას სჭირ­დე­ბა „პაქსლო­ვი­დი“ თუ არა. თუ არ სჭირ­დე­ბა ეტყვის, რომ იყა­ვი ბი­ნა­ზე და მი­ი­ღე სიმპტო­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა და შენ მორ­ჩე­ბი. თუ „პაქსლო­ვი­დი“ სჭირ­დე­ბა ის მას „პაქსლო­ვიდს“ ბი­ნა­ზე გა­უგ­ზავ­ნის. ამა­ზე უკე­თე­სი მომ­სა­ხუ­რე­ბა რა უნდა იყოს?!“ - გა­ნა­ცხა­და ცერ­ცვა­ძემ.

წაკითხვა 242 ჯერ

სიახლეები