საქართველოში 12 სახეობის ვირუსი ცირკულირებს - ექიმები პიკს იანვარ-თებერვალში ელოდებიან
საქართველოში 12 სახეობის ვირუსი ცირკულირებს, ყველაზე ხშირი კი „ა“ ტიპის ვირუსებია. ექიმები პიკს იანვრისა და თებერვლის თვეში ელოდებიან. სპეციალისტები მოსახლეობას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ.
„მთავარია, ასაკობრივ ჯგუფებად დავყოთ: 1 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებსაც დაეწყოთ ცხელება, კატარული მოვლენები, სუნთქვის გაძნელება - ცხელება, რომელიც ვერ იმართება სახლის პირობებში მშობლების მიერ, უკვე განგაშის ნიშანია და სჯობს, კლინიკას მიმართონ. მოზრდილი ბავშვები და მოზრდილები შესაძლებელია იმართონ სახლის პირობებში. 6-7 დღე შეიძლება იყოს გამოხატული მაღალი ცხელება, მაგრამ თუ ამის შემდეგ გაგრძელდა ცხელება და პაციენტის მდგომარეობა არ უმჯობესდება, შესაძლებელია, ჩავიტაროთ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. როდესაც ადამიანი ავად არის, სისხლის ანალიზს მაშინ აქვს აქტუალობა, პირველ 24 ან 48 საათში უნდა გაკეთდეს“, - აცხადებს ციციშვილის სახელობის ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე.
სიახლეები
- " უკრაინა რუსეთთან ომში არ მარცხდება" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "საქართველოში ჩემს წინააღმდეგ საქმე უცხოელი პატრონების დავალებით შეთხზეს" - ოთარ ფარცხალაძე
- იმერეთის პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- "თუ ოდნავ მაინც დაგამშვიდებთ ქალბატონო იზა, მომწერეთ რა...." - მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა
- თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პროკურატურას მიმართავს