ამ გვერდის ამობედვა

ციმბირული "ზომბი ვირუსები" - მეცნიერები შიშობენ, რომ ახალი პანდემია შესაძლოა, ამ ვირუსების "გაცოცხლებას" მოჰყვეს

ციმ­ბი­რის ყი­ნუ­ლებ­ში ნა­პოვ­ნი ვირუ­სე­ბის გამო, კა­ცობ­რი­ო­ბა შე­საძ­ლოა, ახა­ლი პან­დე­მი­ის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდეს,- ამის შე­სა­ხებThe Guardian წერს.

მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, არის რის­კი, რომ ძვე­ლი ციმ­ბი­რუ­ლი ვირუ­სე­ბი გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის გამო, "გა­ცო­ცხლდნენ" და ჩვენ­თვის უც­ნო­ბი და­ა­ვა­დე­ბე­ბის აფეთ­ქე­ბა გა­მო­იწ­ვი­ონ. მათ "ზომბ ვირუ­სებს" უწო­დე­ბენ.

 

ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ შემ­დე­გი პან­დე­მია შე­საძ­ლოა, არა ახალ­მა ვირუ­სებ­მა, არა­მედ წარ­სუ­ლის და­ა­ვა­დე­ბებ­მა გა­მო­იწ­ვი­ოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბი­ო­ლო­გებ­მა შექ­მნეს არ­ქტი­კუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის ქსე­ლი, რო­მე­ლიც ძვე­ლი მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბის შემ­თხვე­ვებს გა­მო­ავ­ლენს.

 

აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი უზ­რუნ­ველ­ყოფს კა­რან­ტინს, კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბას, ასე­ვე ინ­ფი­ცი­რე­ბის ზო­ნა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბას.

 

"ახლა პან­დე­მი­უ­რი საფრ­თხის ანა­ლი­ზი კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია იმ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა, გაჩ­ნდნენ სამ­ხრეთ რე­გი­ო­ნებ­ში და შემ­დეგ გავ­რცელ­დნენ ჩრდი­ლო­ეთ­ში. ამას­თან, ძა­ლი­ან ცოტა დრო და ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა შე­საძ­ლო აფეთ­ქე­ბებს უკი­დუ­რეს ჩრდი­ლო­ეთ­ში, რო­მე­ლიც გავ­რცელ­დე­ბა სამ­ხრეთ­ში. მე ვთვლი, რომ ეს თვალ­თა­ხედ­ვი­დან გვე­პა­რე­ბა. იქ სა­ხი­ფა­თო ვირუ­სე­ბია, რომ­ლებ­საც ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ფი­ცი­რე­ბა და პან­დე­მი­ის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლი­ათ“, - ამ­ბობს მარ­სე­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გე­ნე­ტი­კო­სი ჟან-მი­შე­ლი.

 

2014 წელს კლე­ვერ­ლი მეც­ნი­ერ­თა ჯგუფს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ამ ჯგუფ­მა ციმ­ბირ­ში ცო­ცხა­ლი ვირუ­სე­ბის იზო­ლი­რე­ბა შეძ­ლო, ასე­ვე და­ად­გი­ნა, რომ მათ კვლავ შე­უძ­ლი­ათ ერ­თუ­ჯრე­დი­ა­ნი ორ­გა­ნიზ­მე­ბის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა. 2023 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა კვლე­ვა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც დად­გე­ნი­ლია, რომ ციმ­ბი­რის 7 სხვა­დას­ხვა წერ­ტილ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლია რამ­დე­ნი­მე ვირუ­სუ­ლი შტა­მი, რომ­ლებ­საც სხვა ორ­გა­ნიზ­მე­ბის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა შე­უძ­ლია.


"ვირუ­სებს, რომ­ლე­ბიც ჩვენ გა­მოვ­ყა­ვით, მხო­ლოდ ამე­ბის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა შე­ეძ­ლოთ და ადა­მი­ა­ნის­თვის საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენ­დნენ. თუმ­ცა ჩვენ პოქ­სი­ვირუ­სე­ბი­სა და ჰერ­პეს­ვირუ­სე­ბის გე­ნო­მუ­რი კვა­ლიც შევ­ნიშ­ნეთ, რომ­ლე­ბიც კარ­გად ნაც­ნო­ბი პა­თო­გე­ნია“, - ამ­ბობს კლე­ვერ­ლი.

 

ამას­თან ყვე­ლა­ზე დიდი რის­კი მრა­ვალ­წლო­ვა­ნი მზრა­ლო­ბის ლღო­ბა არ არის:

 

"საფრ­თხე გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის სხვა ფაქ­ტო­რის­გან მომ­დი­ნა­რე­ობს, კონ­კრე­ტუ­ლად კი, არ­ქტი­კუ­ლი ზღვის ყი­ნუ­ლის გაქ­რო­ბის­გან.

 

ეს ცვლი­ლე­ბა გაზ­რდის გე­მე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბას, სატ­რან­სპორ­ტო მი­მოს­ვლას და ციმ­ბი­რის მრეწ­ვე­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. იგეგ­მე­ბა მას­შტა­ბუ­რი სამ­თო-მომ­პო­ვებ­ლო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ღრმა მრა­ვალ­წლო­ვან მზრა­ლო­ბა­ში მა­ღა­რო­ე­ბი­სა და ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბის­თვის გა­ი­თხრე­ბა დიდი ბურ­ღე­ბი. ეს მოქ­მე­დე­ბე­ბი გა­მო­ა­თა­ვი­სუფ­ლებს პა­თო­გე­ნე­ბის დიდ რა­ო­დე­ნო­ბას, რომ­ლე­ბიც დღემ­დე იქ არი­ან. მა­ღა­რო­ე­ლე­ბი იქ ჩავ­ლენ და ამ ვირუ­სე­ბით ისუნ­თქე­ბენ. შე­დე­გე­ბი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი იქ­ნე­ბა“, - ამ­ბობს კლე­ვერ­ლი.

წაკითხვა 200 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 24 2024