,,საქართველოში მნიშვნელოვნად არის მომატებული ყივანახველას შემთხვევები"- მაია ბუწაშვილი
,,გავრცელება ადამიანიდან ადამიანზე ადვილად ხდება. ბაქტერია გამოყოფს ტოქსინს, რომელიც იწვევს სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის დაზიანებას და შეშუპებას.
სიმპტომები იწყება კონტაქტიდან 5-10 დღის შემდეგ, თუმცა, ინკუბაციური პერიოდი ზოგჯერ 3 კვირამდეც გრძელდება. თავიდან იწყება „გრიპისმაგვარი“ სიმპტომებით (ცხვირის გაჭედვა ან გამონადენი, სუბფებრილური ტემპერატურა, ზომიერი ხველა), თუმცა შემდეგ რჩება მხოლოდ ხველა, რომელიც თანდათან ძალიან ინტენსიური ხდება და შეტევითი ეპიზოდები ახასიათებს. ხველა კვირების ან თვეების განმავლობაში შეიძლება გაგრძელდეს. ხველას ზოგჯერ ახლავს ღებინება, ძლიერი სისუსტე. შეიძლება იმდენად ინტენსიური იყოს, რომ აღწერილია ნეკნების მოტეხილობის შემთხვევებიც. იშვიათად შეიძლება პნევმონიით გართულდეს. დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, განსაკუთრებით ასთმის მქონეებში.
ჩვილ ბავშვებში დაავადება შეიძლება ხველის გარეშეც, მხოლოდ სუნთქვის გაძნელებით და ციანოზით (კანის მოლურჯო ფერი) მიმდინარეობდეს. წლამდე ბავშვებში ხშირია გართულებები, როგორიცაა, აპნეა, პნევმონია, კრუნჩხვა, ენცეფალოპათია. ამ ასაკში ყივანახველის ლეტალობის მაჩვენებელია 1%.
დიაგნოსტიკა ხდება სისხლში ანტისხეულების განსაზღვრით ან ნახველის გამოკვლევით.
დროულად დაწყებული სპეციფიკური ანტიბიოტიკოთერაპია სიმპტომების ინტენსივობას ამცირებს, თუმცა ხველის „შეჩერება“ მედიკამენტებით შეუძლებელია. ანტიბიოტიკოთერაპია ასევე ამცირებს ინფიცირებული პირის მიერ ბაქტერიის გარემოში გავრცელებას”, – წერს მაია ბუწაშვილი.
სიახლეები
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი
- ,,რომელ პარტიასაც წარმოვადგენ, მათ ვეტყვი: არასდროს ვიყოთ ვინმეს ხელშემშლელები, სადაც ერთიანობა იქნება, იქ ვიყოთ - გთხოვთ, ვინც ამბობს, რომ ერთიანობა არ უნდა, თავი დავანებოთ, მათგან ზოგი ჩვენს საქმეს აკეთებს''- ლევან ხაბეიშვილი
- ,,ძალიან მოიმატა რესპირატორულ სინციტიურმა ვირუსმა, რომელიც 3 წლამდე ბავშვებში ბრონქიოლიტის განვითარებას განაპირობებს და 60 წელს გადაცილებულ პირებში ფილტვების ანთებას'' ამბობს ივანე ჩხაიძე
- ,,მკაცრი იქნება მიდგომები, მკაცრი იქნება ყურადღებაც და შევეცდებით, არც ერთი სამართალდარღვევა, თუკი ეს გამოვლენილი იქნება, არ დარჩეს სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ სოციალურად დაუცველთა ბაზის შემოწმებაზე
- იმერეთის პოლიციამ არასრულწლოვანის მიმართ ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავა