რას ტოვებს COVID-19 გამოჯანმრთელებულ პაციენტებში
პაციენტების დაახლოებით მესამედი, რომლებმაც COVID-19 დაამარცხეს, ცხოვრების ბოლომდე, შესაძლოა, ქრონიკულ დაღლილობას, ფილტვების დაზიანებას და ფსიქიკურ აშლილობას განიცდიდნენ.
ამის შესახებ გამოცემა The Daily Telegraph წერს.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ექსპერტების თქმით, ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა 30%-ში, შესაძლოა, ფილტვების ფიბროზი განვითარდეს. ეს დაავადებაა, რომლის შედეგად ადამიანის ფილტვებში ნაიარევი ქსოვილი ფორმირდება, რაც სუნქთვის პრობლემებს იწვევს.
გარდა ამისა, გამოჯანმრთელებულთა 50%-ს მომავალში, შესაძლოა, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ან კოგნიტური დარღვევები განუვითარდეს, 70%-ს კი - ბოდვითი აშლილობა.
ამასთან, პაციენტების 10%-ს, ვინც COVID-19 დაამარცხა, გულთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ახალი კორონავირუსის შედეგად, შესაძლოა მოხდეს ტვინის დაზიანება, რაც ალცჰაიმერის დაავადებას გამოიწვევს.
სიახლეები
- ქათამი სოკოს სოუსით
- 7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- რა იქნება სავალდებულო სკოლებში სექტემბრიდან
- “არცერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული საქართველოს და მისი ხალხის ინტერესების საზიანოდ; ეს ქვეყანა არის ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის და არავის მივცემთ უფლებას, გვმართოს ან დაგვიმონოს” - კახა კალაძე
- შსს-მ თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა