"ტრანსპორტში მხოლოდ პირბადის გამოყენება საკმარისი არ არის" - ჯანმო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობის უფროსი ოფიცრის, კატერინ სმოლვუდის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას მოქალაქეებმა მაქსიმალური დისტანცია უნდა დაიცვან, რადგან მხოლოდ პირბადის გამოყენება საკმარისი არ არის.
სმოლვუდის თქმით, დისტანცია სულ მცირე 1 მეტრს უნდა შეადგენდეს.
„რა თქმა უნდა, ის წესები უნდა იყოს დაცული, რომელიც მოთხოვნილია მთავრობის მხრიდან, ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მხრიდან. რამდენადაც მესმის, სხვადასხვა ქვეყანა სხვადასახვა ზომებს იღებს და სხვადასხვა წესები შემოაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის. ხშირ შემთხვევაში ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებრივი ტრანსორტი ჩვეულებრივთან შედარებით, ნაკლებად გადატვირთულია და ეს იმისთვის კეთდება, რომ სულ მცირე, 1- მეტრიანი დისტანციის დაცვა იყოს შესაძლებელი, რომლის რეკომენდაციასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც გასცემს ამ ტიპის ტრანსპორტისთვის, თუმცა ამასთანავე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იძლევა ნიღბების ტარების რეკომენდაციას. როგორც ვიცი, საქართველოს მოსახლეობა ვალდებულია პირბადეები ატაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დროს, რაც თანხვედრაში მოდის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციასთან. თუმცა მინდა შეგახსენოთ, რომ მხოლოდ ნიღბის ტარება საკმარისი არ არის, ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას სხვა ადამიანებისგან დისტანცია ისე უნდა დაიცვათ, როგორც ეს შესაძლებელია და სასურველია, ეს, სულ მცირე, ერთი მეტრი იყოს,“- განაცხადა კატერინ სმოლვუდმა.
სიახლეები
- გიგა ბოკერია წულუკიანის კომისიაზე მისვლას არ აპირებს
- “ბოკერია, რამიშვილი, კანდელაკი, თაქთაქიშვილი... სანამ დავიბარებთ, თავად მობრძანდნენ” - წულუკიანი კომისიაზე
- მასკი ტრამპის დიდ საგადასახადო შეღავათებს „ამაზრზენ საზიზღრობას“ უწოდებს
- “დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ვითარება შეიცვლება და ევროკავშირი იმ სტანდარტს დაუბრუნდება, რასაც ევროპული სტანდარტი ჰქვია” - გიორგი ვოლსკი შალვა პაპუაშვილის წერილზე
- “ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილური დონის შენარჩუნება და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა – ამ კუთხით სავალუტო ფონდისგან საკმაოდ დადებითი შეფასებები მივიღეთ” - ნათია თურნავა