არიან თუ არა კოღოები COVID-19-ის გადამტანები?
იტალიის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ISS-ის ახალმა სამეცნიერო კვლევამ აჩვენა, რომ კოღოები COVID-19-ის გადამტანები არ არიან.
ამის შესახებ ინფორმაციას Medical Xpress ავრცელებს.
მანამდე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცახდა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ სისხლისმწოველი მწერების ნაკბენით კორონავირუსი ადამიანზე გადადის.
ამასთან, უახლესმა კვლევამ, რომელიც განხორციელდა ცხოველთა ჯანმრთელობისა და სურსათის უსაფრთხოების კვლევითი ორგანიზაციის IZSVe-სთან თანამშრომლობით, გამოავლინა, რომ არც ვეფხვის კოღოს და არც ჩვეულებრივ კოღოს არ შეუძლია SARS-CoV-2 ინფექციის გადატანა.
სიახლეები
- ქათამი სოკოს სოუსით
- 7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- რა იქნება სავალდებულო სკოლებში სექტემბრიდან
- “არცერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული საქართველოს და მისი ხალხის ინტერესების საზიანოდ; ეს ქვეყანა არის ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის და არავის მივცემთ უფლებას, გვმართოს ან დაგვიმონოს” - კახა კალაძე
- შსს-მ თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა