ვარჯიშის დროს პირბადის გამოყენება დაუშვებელია
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) გირჩევთ, ვარჯიშის დროს პირბადე არ გამოიყენოთ, რადგან ეს კომფორტულად სუნთქვის შესაძლებლობას ამცირებს.
გარდა ამისა, ოფლის გამოყოფის შედეგად ნიღაბი სველდება, რაც სუნთქვას ართულებს და ხელს უწყობს პირბადეზე არსებული მიკროორგანიზმების გამრავლებას. შესაბამისი განცხადება ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ორგანიზაციის რეკომენდაციით, ვარჯიშის დროს ვირუსის გადების თავიდან აცილების მიზნით, ყველაზე მნიშვნელოვანი პროფილაქტიკური ღონისძიებაა ფიზიკური დისტანციის შენარჩუნება, მინიმუმ ერთი მეტრით.
ამასთან, ორგანიზაცია განმარტავს, რომ სამედიცინო ნიღბების ხანგრძლივი მოხმარება არ იწვევს CO2 მოწამვლას და ჟანგბადის ნაკლებობას, თუმცა აუცილებელია, რომ დღის განმავლობაში ნიღაბი რამდენჯერმე შევცვალოთ.
სიახლეები
- ქათამი სოკოს სოუსით
- 7 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- რა იქნება სავალდებულო სკოლებში სექტემბრიდან
- “არცერთი ნაბიჯი არ იქნება გადადგმული საქართველოს და მისი ხალხის ინტერესების საზიანოდ; ეს ქვეყანა არის ჩვენი, საქართველოს თითოეული მოქალაქის და არავის მივცემთ უფლებას, გვმართოს ან დაგვიმონოს” - კახა კალაძე
- შსს-მ თურქეთის რესპუბლიკის მიერ ძებნილი, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა