"კონტროლი უნდა გამკაცრდეს" - მარინა ეზუგბაია
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თავშეყრის ადგილებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს.
მარინა ეზუგბაიას განმარტებით, თავდაცვის საუკეთესო საშუალება დისტანცია და პირბადეების ტარებაა.
„16 აპრილის შემდეგ, დღეს კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მონაცემი გვაქვს.
მართალია, ამ მატების ძირითადი წყარო არის საკონდიტრო მაღაზია „დონა“, მაგარმ ეს დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს. ახალი წყარო მეტყველებს, რომ თავი უნდა დავიცვათ, რეგულაციები უნდა შევასრულოთ. ამის საუკეთესო საშუალებაა დისტანცირებაა და პირბადე. მოვუწოდებ ყველას, დავიცვათ საკუთარი თავი პირბადეების და დისტანციის საშუალებით.
რა თქმა უნდა, კონტროლის მექანიზმები უნდა გამკაცრდეს შესაბამის სამსახურების მიერ. კონტროლის გამკაცრებაზე ძირითადად საუბრია იქ, სადაც თავშეყრის ადგილებია. ეს არის სავაჭრო ობიექტი, ტრანსპორტი და ყველა ის ადგილი, სადაც 10 კაცზე მეტი შეიძლება შეიკრიბოს“,-განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში აპრილის შემდეგ კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
სიახლეები
- "თუ ვინმე არის პროვოკატორი და მოძალადე, ეს არის ხელისუფლება" - ლევან ხაბეიშვილი
- "არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ოპოზიცია გაერთიანდება თუ ცალკეულ მარტივ მამრავლებად დაიშლება - შესაკრებთა გადაცვლებით ჯამი არ იცვლება"
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუტზე თავდასხმას და ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს არის დაუშვებელი" - ვახტანგ გომელაური
- "საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება, რათა თავიდან მოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი"- პრეზიდენტი