"კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღის შემდეგ ადამიანი გადამდები აღარ არის" - თამარ გაბუნია
კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი გადამდები აღარ არის, ტესტი შესაძლოა, კვლავ დადებითი იყოს, თუმცა, ვირუსის უნარი დააინფიციროს სხვა ადამიანი, მინიმალურია ან პრაქტიკულად არ არსებობს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე განცხადებით, მე-12 დღეს, თუ ადამიანს არ აქვს სიმპტომები, შეუძლია აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდეს.
„მეთორმეტე დღეს, პირი, რომელსაც სიმპტომი აღარ აღენიშნება, ჩაითვლება გამოჯანმრთელებულად და მას შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე. რაც შეეხება სიმპტომურ პირებს, რომლებიც იმყოფებიან საავადმყოფოში, აქ მინიმალური ხანგრძლივობა გამოჯანმრთელებამდე არის 13 დღე, 10 დღე იგულისხმება სიმპტომების პერიოდად და 3 დღე უსიმპტომო პერიოდი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
სიახლეები
- ქუთაისის მერის მოადგილემ იუზა უგულავამ თანამდებობა დატოვა
- სამოქალაქო აქტივისტისა და პედაგოგის, ნინო დათაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო
- ხუთი დაღუპული და 15 დაშავებული – ტერორისტული თავდასხმა იერუსალიმში
- ტრამპი აცხადებს, რომ პუტინთან საუბარს მალე აპირებს, აშშ-ში კი ევროპელ ლიდერებს ელოდებიან
- სტამბოლის პოლიციამ უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინისკენ მიმავალი გზები ჩაკეტა