სად რამდენი შემთხვევა გამოვლინდა - COVID-19-ის მონაცემები რეგიონების მიხედვით
საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი აჭარაში გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა.
მარინა ენდელაძის თქმით, აჭარის შემდეგ ინფიცირებულთა როდენობით დედაქალაქი ლიდერობს.
„დაემატა 314 ახალი პაციენტი. კვლავ ლიდერობს აჭარა 72%-ით, ეს არის 225 შემთხვევა, თბილისში არის 9% – 35 პაციენტი, იმერეთში 22 შემთხვევა, სამეგრელო ზემო-სვანეთში -18, შიდა ქართლში – 9, სამცხე ჯავახეთში – 3, გურიაში –1, ქვემო ქართლში – 1“, – განაცხადა ენდელაძემ.
სიახლეები
- გარდაიცვალა მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა
- აშშ-ში სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წელს ეტიკეტირების წესის 770 დარღვევა გამოავლინა
- პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით მანანა გიორგობიანი დააკავა
- ქუთაისისა და ნიკეას მეგობრობის 40 წლისთავთან დაკავშირებით, საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტით ქართული დელეგაცია იმყოფება