"თბილისში გვაქვს კლასტერი, რომელმაც 100 ადამიანის ინფიცირება გამოიწვია" - გამყრელიძე
ამირან გამყრელიძემ თბილისში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების მიზეზები განმარტა.
როგორც დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადა, დედაქალაქში შემთხვევების მატება არა რომელიმე კონკრეტულ კლასტერს, არამედ ქვეყანაში COVID-19-ის აქტიურ შიდა გავრცელებას უკავშირდება, თუმცა, მისივე ინფორმაციით, "ოქროს ბირჟის" კლასტერმა 100-მდე ადამიანის ინფიცირება გამოიწვია.
„თბილისში გვქონდა დიდი „ოქროს ბირჟის“ კლასტერი, რომელმაც დაახლოებით 100 ადამიანის ინფიცირება გამოიწვია და ამ 100-მა ადამიანმა მერე თავისი ოჯახის წევრი (დააინფიცირა), მაგრამ, რომ ვთქვათ, რომ თბილისში მარტო იმან მისცა სტიმული მატებას, ასეც არ არის. არის შიდა გავრცელება ქვეყანაში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მან საზოგადოებას კვლავ მოუწოდა ნაკლები შეხვედრებისა და რეკომენდაციების შესრულებისკენ.
სიახლეები
- “არქიმანდრიტ ილიას ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს” – ილია მეორე
- “მუნი ყოველწლიურად არის, მატება არ შეინიშნება, ყველას შეიძლება დაემართოს და საპანიკო არაფერია” - პაატა იმნაძე
- ,,თავად რატომ არ დაურეკა მანჩო გიორგობიანმა მისთვის სანდო პატრულს?! მნიშვნელოვანი კითხვაა და ლეგიტიმური” – თაკო ჩარკვიანი
- “ჭრილობა არის მძიმე ხარისხის, მას შეეძლო სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის დაყენება” - ლევან რატიანი დაჭრილ სპეცრაზმელზე
- გიორგი მამარდაშვილი „არქის“ მასშტაბური პროექტის - „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი გახდა