"კორონას რაოდენობა არის მზარდი და კიდევ მოიმატებს" - როდის ელოდება პიკს პაატა იმნაძე
"ქვეყანა სულ დაკეტილი ვერ იქნება, აქედან გამომდინარე, ისე როგორც დღეს ყველა იქცევა, ქვეყანა გაიხსნა. კორონას გახსნილ ქვეყანაში ვერავინ აჩერებს" - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა.
"ხომ ვიცით, მსოფლიოში რა ხდება? აქედან გამომდინარე, გვაქვს ეს რეალობა, ქვეყანა არის გახსნილი, ქვეყანაში არის კორონა, ეს კორონას რაოდენობა არის მზარდი, კიდევ უფრო მოიმატებს და კი ბატონო, სადღაც ნოემბრის მეორე ნახევარში გვექნება პიკური რაოდენობა". – ამბობს იმნაძე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმითვე, კორონავირუსის შემთხვევების პიკი არ დაემთხვევა ზამთრის ვირუსების პიკს.
"სეზონური ვირუსების ერთი პიკი გვაქვს ხოლმე დეკემბრის ბოლოს, მეორე - სადღაც თებერვლის მეორე ნახევარში. ანუ კოვიდის პიკური რაოდენობის ზედდება არ მოხდება სხვა ზამთრის ვირუსების პიკურ რაოდენობასთან, ეს იქნება ძალიან დიდი პლუსი ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის". – აღნიშნავს იმნაძე.
სიახლეები
- ინდური, არაბული და მექსიკური კვების ობიექტები – სეს-მა კვების 7 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
- ჟენევაში ირანსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები დაიწყო
- საქართველოს წყვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ,,დღეს უფრო თვალსაჩინოა, რომ შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოსა და რეგიონში პროცესების ესკალაციას"- მიხეილ ყაველაშვილი
- ,,ყველამ დაინახა, რომ „ბი-ბი-სი”-ზე გავრცელებული ინფორმაცია იყო სრული სიცრუე, სამარცხვინო ტყუილი"- ირაკლი კობახიძე