,,ვერ შევძელით და ვერ გადავარჩინეთ 15 წლის მოზარდის სიცოცხლე" - ჯანდაცვის მინისტრი
ვერ შევძელით და ვერ გადავარჩინეთ 15 წლის მოზარდის სიცოცხლე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთი კვირის წინ პაციენტს გული გაუჩერდა, თუმცა მაშინ ექიმებმა მისი გადარჩენა მაშინ შეძლეს.
,,სამწუხაროდ დღეს მოხდა ასეთი ტრაგიკული შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვერ შევძელით და ვერ გადავარჩინეთ 15 წლის მოზარდის სიცოცხლე. ეს პაციენტი გახლავთ უკვე საკმაოდ დიდი ხანია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. მას აღენიშნებოდა გარკვეული გართულებები, ასევე, ჩვენ გვქონდა ერთი ეპიზოდი ერთი კვირის წინ, როდესაც პაციენტს ჰქონდა გულის გაჩერება, მაშინ ექიმებმა შეძლეს და გადაარჩინეს პაციენტის სიცოცხლე, თუმცა მისი მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე და დღეს დაფიქსირდა გარდაცვალება," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით