მეცნიერებმა ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს, რომელიც COVID-19-ზე გაცილებით საშიშია
მეცნიერები ახალი სახიფათო ვირუსის შესახებ საუბრობენ, რომელიც ღამურებიდან ადამიანებზე ვრცელდება.
ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Express აქვეყნებს.
ვირუსი სახელწოდებით "ნიპა" განვითარებადი ზოონოზური დაავადება, რომელიც ბანგლადეშის და ინდოეთის მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ვრცელდება და ფატალურ შედეგებს იწვევს.
ვირუსი ჩვეულებრივ ადამიანებს, მცენარეებისა და ხილისგან გადაეცემათ, რომლებიც ინფიცირებული ღამურების ნერწყვით არის დაბინძურებული. ამჟამად ვირუსის ვაქცინა ან მკურნალობის საშუალება არ არსებობს. "ნიპა" ვირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 90 პროცენტს აღწევს.
ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ ვირუსი უფრო იმაზე ფართოდ არის გავრცელებული, ვიდრე ვარაუდობდნენ.
მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ Sars-CoV-2- ისგან განსხვავებით, ამ დროისათვის, "ნიპა" ადამიანიდან ადამიანზე მარტივად არ გადადის, მაგრამ ღამურებში უკვე ვირუსის ახალი შტამი ფიქსირდება, რომელიც გაცილებით საშიშია.
მეცნიერების განცხადებით, "ნიპას" შემთხვევების რაოდენობა სათანადოდ არ არის შეფასებული, რადგან მისი სიმპტომები სხვა დაავადებების მსგავსია. კერძოდ, ვირუსს ძირითად შემთხვევაში იაპონური ენცეფალიტისა და მალარიის სიმპტომები ახასიათებს.
სიახლეები
- საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ვეტერინარიისა და რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
- ,,დღეს ირანთან ომი დავასრულეთ"- დონალდ ტრამპი
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა
- ,,ოპოზიციას აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან"- ირაკლი კობახიძე
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა