"ეს არის საოცრება" - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდის მოლოდინი ისევ არსებობს.
როგროც ბუწაშვილმა აღნიშნა, შეკავების ფაზის შემდეგ, როდესაც რეგულაციები სუსტდება, ინფექციის აღმავლობა მოსალოდნელია.
ინფექციონისტის გაკვირვებას იწვევს ფაქტი, რომ პაციენტების ნაწილს დიაგნოზის დასმის შემდეგაც კი არ სჯერა კორონავირუსის არსებობის.
„ზაფხულში ცოტა ზედმეტი სიმშვიდე დაგვეუფლა, თითქოს ადამიანებმა დაიჯერეს, რომ კორონა ჩვენგან შორის იყო. ეს პარადოქსულია, გაოცებული ვუყურებ და ვკითხულობ, სოციალურ ქსელში უამრავი პოსტი დევს, ხალხს ვირუსის არსებობის არ სჯერა. ასეთ ადამიანებს ათასჯერ უნდა ვუთხრათ, რომ ნუ ეხუმრებიან ამ დაავადებას, როგორ შეიძლება დღეს იმაზე ლაპარაკი, რომ კორონა არ არსებობს. უკვე აღარ არსებობს ოჯახი, სამეზობლო ან მეგობარი, რომ კორონა არ ჰქონდეს. დიაგნოზის დასმის შემდეგ ზოგს არ სჯერა ამ ვირუსის არსებობის, ეს არის საოცრება“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.
სიახლეები
- საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ვეტერინარიისა და რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
- ,,დღეს ირანთან ომი დავასრულეთ"- დონალდ ტრამპი
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა
- ,,ოპოზიციას აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან"- ირაკლი კობახიძე
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა