"რა, კორონავირუსი 22:00 საათზე იძინებს და 05:00 საათზე იღვიძებს? არა ბატონო!" - გამყრელიძე
ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა ორკვირიან ინტერვალში დაახლოებით 30%-ით ამცირებს ახალ შემთხვევათა რაოდენობას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება სამეცნიერო მტკიცებულებებს ეფუძნება.
გამყრელიძე ასევე ამბობს, რომ ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე დამატებითი შეზღუდვების გამოცხადების შესახებაც იმსჯელეს.
„თქვენ იცით, რომ დაწესდა გარკვეული წერტილოვანი შეზღუდვები. ხშირად გვაკრიტიკებენ ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის გამო და ამბობენ: რა, კორონავირუსი 22:00 საათზე იძინებს და 05:00 საათზე იღვიძებს? არა, ბატონებო, ეს ყველაფერი სამეცნიერო მტკიცებულებებით არის გამყარებული. ამ ტიპის შეზღუდვა ორკვირიან ინტერვალში დაახლოებით 30%-ით ამცირებს ახალ შემთხვევათა რიცხვს.
დღეს მინისტრთან ვიმსჯელეთ სხვა შეზღუდვებზეც, თუმცა ამაზე უფრო დეტალურად ვერ ვისაუბრებ, ვიდრე ეს საკითხი საკოორდინაციო საბჭოზე არ განიხილება“, - განაცხადა გამყრელიძემ.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით