ქუთაისში სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო გაიმართა
ქუთაისის საკრებულოს ორგანიზებით, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, ჟურნალისტის და ფოტოგრაფის - სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო გაიმართა.
ღონისძიებაზე მოყვარული ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ფოტოები გამოიფინა. გამოფენაში წელს პირველად მონაწილეობა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრმაც მიიღო. წარმოდგენილი ფოტოები ადგილობრივი თვითმმართველობისა და მხარის ხელმძღვანელებმა შეიძინეს. შემოსული თანხით განსაკუთრებული საჭიროების მქონე რამდენიმე ოჯახისთვის საკვები პროდუქტების და პირველადი მოხმარების ნივთების შეძენა მოხდება.
საკრებულოს თავმჯდომარის ნიკოლოზ ლატარიას მხარდაჭერით საქველმოქმედო ღონისძიება ტრადიციულად ყოველი წლის 19 დეკემბერს (ნიკოლოზობას) იმართება.
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა