ამ გვერდის ამობედვა

25 დეკემბერს კინოთეატრ „საქართველოში“ ალექსანდრე კობერიძის ფილმის პრემიერა გაიმართება

25 დეკემბერს, 18:00 საათზე , კინოთეატრ „საქართველოში“ გაიმართება ალექსანდრე კობერიძის ფილმის „ რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ პრემიერა.


ფილმმა გაიმარჯვა ჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის „ბერლინალეს“ მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა.


ფილმის ჩვენება ქუთაისის მერიის და ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მიერ არის ორგანიზებული.


დასწრება თავისუფალია.

წაკითხვა 449 ჯერ