ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის - "ღამის სტუმარი" პრემიერა გაიმართა
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის "ღამის სტუმარი" პრემიერა გაიმართა.
პიესა ქართველ მსახიობს, რეჟისორსა და დრამატურგს ოთარ ბაღათურიას ეკუთვნის,რომელიც პირველად ქუთაისის თეატრში დაიდგა.
სპექტაკლის შესახებ FirstNews.ge-ს ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი დავით როინიშვილი ესაუბრა.
"ეს ბატონი ოთარ ბაღათურიას პიესაა. მის პიესებს ძალიან კარგად იცნობენ, როგორც თბილისის ასევე რეგიონების თეატრები. პიესა ახალია და მისივე დაწერილია, რომელიც წარმატებით მიიღო მაყურებელმა.
ძალიან მიხარია, რომ ეს პიესა პირველად ჩვენ ვითამაშეთ. ბ.ნ. ოთარი ჩემი პედაგოგია და მახარებს ის ფაქტი, რომ ამდენი წლის შემდეგ ჩვენ პროფესიულად ისევ გადავეკვეთეთ ერთმანეთს.
ბედნიერი ვარ, რომ ასეთი მსუბუქი ჟანრის დეტექტიური სპექტაკლი მაყურებელმა ასე კარგად მიიღო",-აღნიშნა დავით როინიშვილმა.
პიესა ერთ მოქმედებიანია. მასში მთავარ როლებს ინგა კაკიაშვილი და დავით როინიშვილი ასრულებენ.მუსიკალური გაფორმება-დავით როინიშვილი. მხატვარი-აივენგო ჭელიძე.
სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება 12 და 13 მარტს გაიმართება.

სიახლეები
- "ირანში კონფლიქტმა შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეანელოს" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ირანელებს მოლაპარაკებები სურთ, მე ვუთხარი: „უკვე გვიანია“ - დონალდ ტრამპი
- "რაღაც შიდა თეატრი ჩამოაყალიბეს, მათი მიზანი მძიმე და შავბნელია" - გია ვოლსკი ოპოზიციის ნაწილის გაერთიანებაზე
- „დედიკოებო შეგიძლიათ ყოველი დღე საოცრებად აქციოთ, რადგან შესაძლებლობები თქვენს ხელშია“ - ბარბარე ნიშნიანიძე
- "2022 წელს საქართველო გადაურჩა ომს, რომელიც აუცილებლად იქნებოდა, ეს ხალხი რომ დახვედროდა ხელისუფლებაში ძალებს"