გრიშაშვილის ქუჩაზე შენობა ნიუ-იორკში მცხოვრებმა ქართველმა არტისტმა მოხატა
წარმოშობით ქართველმა, ნიუ-იორკში მცხოვრებმა არტისტმა გრიშაშვილის ქუჩაზე ე.წ. Street Art-ი შეასრულა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
თანამედროვე ხელოვნების წამყვანი არტისტის დევიდ პოლ ქეისთვის (დავით ხაბურძანია) თბილისში ეს პირველი შესრულებული ნამუშევარია.
ერთ ფერში გავლებული უსასრულო ხაზებით დევიდ პოლ ქეიმ ძველი შენობის უსახურ კედელს ახალი სიცოცხლე შესძინა და სივრცე წარმოსახვისთვის გამვლელებს დაუტოვა.
„ვფიქრობ, წლის ბოლოს მომეცემა საშუალება, ისევ ჩამოვიდე თბილისში და იმედი მაქვს 30-40 კედელი მაინც იქნება მოხატული #TBILISIWALLS-ის ეგიდით“, - განაცხადა მხატვარმა.
დევიდ პოლ ქეის ნამუშევარი გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ნაგებობის კედელზეა განთავსებული, რომლის მიმდებარედ, 1000 კვ.მ ფართობზე თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ახალი სკვერი ეწყობა.
კრწანისის რაიონის გამგებელმა ლევან ჯაფარიძემ დევიდ პოლ ქეის მადლობა გადაუხადა თბილისისთვის გაკეთებული საჩუქრისთვის და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული Street Art-ით როგორც თბილისელები, ისე დედაქალაქის სტუმრები დაინტერესდებიან.
პოლ ქეის ნამუშევრები ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, პარიზსა და დუბაიში მრავალრიცხოვანი ჯგუფის შოუებში შედის. მისი მხატვრობით კერძო კოლექციონერები და მსოფლიოს ცნობილი ბრენდები ინტერესდებიან.
სიახლეები
- საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
- 4000 ლარით დააჯარიმეს ვახო სანაია Facebook-პოსტის გამო
- “ევროპარლამენტი გადაიქცა ბალტიისპირელების ლობისტური ჯგუფის სათარეშო სივრცედ” - გია ვოლსკი
- “თავსმოხვეული ომის დასრულების ერთადერთი გზა მტრის აგრესიის უპირობოდ შეჩერებაა” - ირანის პრეზიდენტი
- “მთავარი რაც ჩვენ 20 ივნისს ვნახეთ, ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ნაკვები აქტივისტების შერწყმა და მონაწილეობა რადიკალურ პოლიტიკურ სცენარში” - შალვა პაპუაშვილი