ამ გვერდის ამობედვა

ხვალ ქუთაისში ღვინის ფესტივალი გაიმართება

ხვალ, 13 ივნისს, ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში, იმერული ღვინის კლუბ „ცოლიკოურის“ ორგანიზებით  ღვინის ფესტივალი „წითელი და თეთრი“ გაიმართება. 

ფესტივალი 12:00 საათზე დაიწყება  და 20:00 საათამდე გაგრძელდება. 16:00 საათზე სტუმრებისთვის ჯგუფი ,,ოჩოს ქოხი,, იმღერებს.

,ქუთაისი ნამდვილად იმსახურებს ზაფხულის ღვინის დღეს .გვინდა, ქალაქში შევქმნათ ნამდვილი იმერული სახალხო დღესასწაული - სტუმართმოყვარე და გულღია, ისეთი, როგორიც თავად იმერეთია .

„წითელი და თეთრი“ იქნება ფესტივალი, სადაც ღვინო, მუსიკა და ზაფხულის განწყობა ერთ სივრცეში მოიყრის თავს.,,- აცხადებენ ორგანიზატორები. 

წაკითხვა 82 ჯერ