ამ გვერდის ამობედვა

ცნობილია „თეატრალური იმერეთი“-ს განრიგი

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ იწყება.  ფესტივალი 24 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გაიმართება  და მთელს რეგიონს მოიცავს.
 
უკვე ცნობილია ფესტივალის განრიგი:

24 ივნისი

ქუთაისის ლადო მესხიშვილის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
„ნოემბრის სითბო“
რეჟისორი: თათა პოპიაშვილი
დასაწყისი: 19:00

25 ივნისი

ხარაგაულის თეატრი მესხიშვილის თეატრში წარსდგება სპექტაკლით
„ძარცვა იტალიურად“
რეჟისორი: ირინე ჩხეიძე
დასაწყისი: 17:00

ქუთაისის ლადო მესხიშვილის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენა უმასპინძლებს რუმინეთს

სპექტაკლი „პატარა პონი”
რეჟისორი: ანტონელა კორნიკი
დასაწყისი: 20:00

26 ივნისი

ბაღდათის თეატრს უმასპინძლებს ლადო მესხიშვილის თეატრი
სპექტაკლი „უბედურება“
რეჟისორი: თორნიკე სულაბერიძე
დასაწყისი: 17:00

27 ივნისი

სამტრედიის თეატრის სპექტაკლს უმასპინძლებს ბაღდათის თეატრი
სპექატკლი: „ლუიჯის გული“
(ივან ბუკოვჩანის პიესის მიხედვით)
რეჟისორი: ლორიტა გიორგიკია
დასაწყისი: 16:00

ამავე დღეს ხონის თეატრი სპექტაკლს გამართავს სამტრედიის თეატრში
სპექტაკლი: „ადამიანებო, მე თქვენ მიყვარხართ!“
რეჟისორი: გოჩა კაპანაძე
დასაწყისი: 19:00

28 ივნისი

საჩხერის თეატრს უმასპინძლებს ხონის თეატრი
სპექტაკლი: „კოსმიური ორკესტრი“
რეჟისორი: გიორგი მეტონიძე
დასაწყისი: 15:00

ამავე დღეს ქუთაისის ლადო მესხიშვილის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის ბაზაზე დაფუძნებული პირველი ქართული საერტაშორისო დიასპორულს თეატრს “დაბრუნება

სპექტაკლი: „ადამიანური სევდა და ამაღლება“
(ნოდარ დუმბაძის შემოქმედების მიხედვით)
დასაწყისი: 17:00

ამავე დღეს ქუთაისის ლადო მესხიშვილის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენა უმასპინძლებს ტყიბულის მუნიციპალური თეატრს
სპექტაკლი: „ფიროსმანი“
რეჟისორი: ლუკა ინწკირველი
დასაწყისი: 20:00

29 ივნისი

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრს უმასპინძლებს ქუთაისი
სპექტაკლი: „ფოკუს-პოკუსი“
რეჟისორი: დავით ნიკოლაძე
დასაწყისი: 17:00

30 ივნისი

თერჯოლის თეატრს უმასპინძლბეს ხარაგაული თეატრი
სპექტაკლი: „გაჩერებამდე შეყვარებულები“
რეჟისორი: ტატო პატარიძე
დასაწყისი: 16:00

1 ივლისი

ვანის თეატრს უმასპინძლებს თერჯოლის თეატრი
სპექტაკლი: „შემორჩენილი ემიგრანტები“
რეჟისორი: თამარ ლომჯარია
დასაწყისი: 17:00

ამავე დღეს წყალტუბოს თეატრს უმასპინძლებს წყალტუბოს თეატრი
სპექტაკლი: „სოფლის აშიკი“
რეჟისორი: ზაზა კიკნაველიძე
დასაწყისი: 19:00

2 ივლისი

ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მასპინძელი იქნება ქუთაისის ლადო მესხიშვილის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი
სპექტაკლი „სულიკო“
რეჟისორი: გიორგი სიხარულიძე
დასაწყისი: 18:00

 

ცნობისთვის,  წელს „თეატრალური იმერეთი“ 25-ე საიუბილეო  საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს გამართავს.

წაკითხვა 221 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 19 2026